საქართველოს მოქალაქე 14 წლის ასაკს მიღწევიდან 6 თვის ვადაში ვალდებულია აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე. ვალდებულება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 4 ივნისიდან გაცემულ პირადობის მოწმობებს ახალი დიზაინი ექნება. უფრო ზუსტად, ვინც 4 ივნისიდან პირადობის მოწმობას აიღებს, მას განსხვავებული დიზაინი - ფერი და ფორმა ექნება. ძველი პირადობის მოწმობების გამოცვლა სავალდებულო არ არის. მოქალაქეებს შეუძლიათ, არსებული პირადობის მოწმობით ისარგებლონ იქამდე, ვიდრე მას ვადა არ გაუვა. ახალი პირადობის მოწმობის გაცემის შემთხვევაშიც ის წესები იმოქმედებს, რაც აქამდე არსებობს:
პირადობის გაცემის ვადა და ღირებულება:
- მე–10 სამუშაო დღეს 60 ლარი
- მე-5 სამუშაო დღეს 80 ლარი
- მე-3 სამუშაო დღეს 100 ლარი
- მე-2 სამუშაო დღეს 120 ლარი
- იმავე დღეს 150 ლარი
პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
- სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები სრულად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები სრულად;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაშიდაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები სრულად;
- პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სრულად ;
- სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიანგანსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ 6 ლარით, ხოლოფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან სრულად;
- სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს 10% – ით.
- პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%-ით.
პირადობისმოწმობისშეცვლისსაფუძვლები:
პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:
- ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას;
- ბ) მოქმედების ვადის გასვლისას;
- გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;
- დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;
- ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.
პირადობის მოწმობის მისაღებად უნდა წარმადგინოთ:
- ორი ელექტრონული ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსფილიალში ან იუსტიციის სახლში, ფასი 5 ლარი)
- შესაცვლელი პირადობის მოწმობა (გარდა დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევისა);
- პირადი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელის, გვარის შეცვლა და ა.შ.);
პირადობის მოწმობის გაუქმების საფუძვლები:
- დოკუმენტის დამზადებიდან გავიდა ერთი წელი და მოქალაქემ აღნიშნული დოკუმენტი არ ჩაიბარა;
- დოკუმენტის ვადის გასვლა;
- სახელის ან გვარის შეცვლა;
- მონაცემებში უზუსტობის დადგენა;
- პირის რეგისტრაციიდან მოხსნა (გარდა ელექტრონულისა)
- ემიგრაციაში წასვლა; (გარდა ელექტრონულისა)
- გარდაცვალება;
- საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
- შვილად აყვანა (თუ შეიცვალა მონაცემები);
გარდა ამისა, მოქალაქეებს ხშირად აინტერესებთ, პირადობის მოწმობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, ახალი დოკუმენტის აღებისას, ისარგებლებენ თუ არა რაიმე შეღავათით. ინფორმაციის გადასამოწმებლად სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ თუკი მოქალაქე პირადობის მოწმობას დაკარგავს ან დააზიანებს, ახლის აღების შემთხვევაში, სტანდარტული ფასის გადახდა მოუწევს. პირადობის მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება შეღავათს არ ითვალისწინებს.
თამარ იაკობაშვილი