ბავშვთან ერთად აბაზანის მიღება საზოგადოებაში ხშირად გამხდარა კამათის საგანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი სხვადასხვა სქესის მშობლებსა და შვილებზეა.
ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ბევრჯერ აალაპარაკეს სოცქსელი შვილებთან ერთად ბანაობის შესახებ საუბრის შემდეგ. მაგალითად, ჯულია რობერტსი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბავშვებთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს და მათთან ერთად ჰიგიენური რუტინაც საერთოა.
მსგავსი დამოკიდებულება აქვს ალისია სილვერსტოუნს. შვილთან ერთად ბანაობა და სხვა ბუნებრივი ურთიერთობები მისთვის სრულიად ნორმალურია. იგივე აზრი გამოტქვა მილა კუნისმაც.
როგორია ზოგადი რეკომენდაციები?
3-4 წლამდე მშობელთან ერთად ბანაობა ნორმალურ მოვლენად ითვლება. ამ ასაკში ბავშვი პროცედურას აღიქვამს როგორც ზრუნვის, ჰიგიენისა და თამაშის ნაწილს. ის ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს გენდერულ განსხვავებებს და არც უხერხულობას განიცდის.
4-5 წლის ასაკიდან ბავშვებში იწყება სექსუალიზაციის პროცესი. ისინი იწყებენ საკუთარი სქესის გაცნობიერებას, რაც მათ აღქმასა და ურთიერთობებზე აისახება. ამ ასაკიდან მშობელთან (განსაკუთრებით საპირისპირო სქესის) ბანაობამ შესაძლოა დისკომფორტი გამოიწვიოს, რაც ბავშვის პიროვნული საზღვრების ფორმირების დაწყების ნიშანია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა გაითვალისწინოს ეს ცვლილება და ეტაპობრივად გადაერთოს დამოუკიდებელ ჰიგიენურ პროცესზე.
6-7 წლის ასაკიდან ბავშვები იწყებენ დამოუკიდებლობის შეგრძნებას და პირადი სივრცის საჭიროების განცდას. ამ პერიოდში ისინი თანდათანობით გადადიან ჰიგიენურ პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებაზე. მშობლებმა პატივი უნდა სცენ ამ ცვლილებას და ბავშვს მისცენ პიროვნული საზღვრების ჩამოყალიბების შესაძლებლობა.
2024 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებისა და მშობლების საზღვრების დარღვევა ფსიქოლოგიურ პრობლემებს, მათ შორის შფოთვასა და დეპრესიულ მდგომარეობას იწვევს. ამიტომ, მშობლებს რეკომენდებული აქვთ, ყურადღებით და ასაკის გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილებები ბავშვებთან ჰიგიენურ პროცედურებზე, რათა მათში უხერხულობა ან სირცხვილის გრძნობა არ გამოიწვიონ.
თუ მშობელი და ბავშვი ერთი და იმავე სქესის არიან (მაგალითად, დედა და ქალიშვილი ან მამა და ვაჟი), ბანაობის პროცესის ერთად გაგრძელება შესაძლოა 7-8 წლამდე იყოს მისაღები. ამ შემთხვევებში ბავშვი უფრო მარტივად აიდენტიფიცირებს თავს მშობელთან და ნაკლებ უხერხულობას იგრძნობს. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვის რეაქციას დააკვირდეს და არ აიძულოს საერთო ჰიგიენური პროცედურები, თუ ბავშვი უკვე მზად არის დამოუკიდებლობისთვის.
ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბავშვების უმრავლესობა 6-7 წლის ასაკში იწყებს დამოუკიდებლად ბანაობას. თუმცა, ეს მონაცემი ინდივიდუალურად იცვლება. ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ბავშვი მზად არის 5 წლის ასაკიდან, ხოლო სხვები მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებლად ბანაობა 10 წლის ასაკის შემდეგ უნდა დაიწყოს.
პატივისცემა ბავშვის საზღვრებისადმი – თუ ბავშვი გამოხატავს სურვილს, რომ მარტო იყოს ან უხერხულობას განიცდის, ეს ნიშანია, რომ ის მზად არის დამოუკიდებლობისთვის.
არ აიძულოთ პროცესი – ბავშვი უნდა გრძნობდეს მშობლის ნდობას და სხეულთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე გულწრფელი და მშვიდი პასუხი უნდა მიიღოს.
სხეულზე საუბარი ბუნებრივად წარმართეთ – ეს დაეხმარება ბავშვს, რომ ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს როგორც საკუთარ სხეულთან, ისე სხვების სხეულთან მიმართებით.
გაითვალისწინეთ ასაკობრივი თავისებურებები – რაც მისაღებია 3 წლის ბავშვისთვის, უხერხული იქნება 8 წლის ბავშვისთვის.
ყველაფერი, რაც სხეულთან, პირად საზღვრებთან და ჰიგიენურ პროცედურებთან არის დაკავშირებული, პირდაპირ მოქმედებს ბავშვის უსაფრთხოების შეგრძნებასა და თვითიდენტიფიკაციის პროცესზე. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის პიროვნული საზღვრების პატივისცემა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. ეს უზრუნველყოფს ბავშვის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას მომავალში