"შვრია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს. გამოირჩევა ბევრი დადებითი თვისებით. მდიდარია უჯრედისით და შესაბამისად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, განსაკუთრებით, ნაწლავურ მიკროფლორაზე, ანუ ბაქტერიებზე, რომლებიც ორგანიზმისთვის ბევრ საქმეს აკეთებს. ზემოქმედებენ როგორც იმუნურ სისტემაზე, ასევე ნივთიერებათა ცვლაზე, კუჭის მონელებაზე, შეწოვაზე და ა.შ." - გვეუბნებაენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.
- დღესდღეობით შვრიის ფანტელი მოთხოვნადი პროდუქტია, ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზნით მოიხმარს...
- ასეა, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც მასში შედის, როგორც ვთქვით, არის ბოჭკო. შეიცავს ასევე ბევრ მინერალს, - მაგნიუმს, სელენიუმს, რომელიც ორგანიზმში დიდი როლს ასრულებს. მასში შედის ასევე ისეთი ნივთიერება, როგორიც არის ფიტინი, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში კალციუმის შეწოვას, გარდა ამისა, ხელს უწყობს კალციუმის გამოდევნას. თუმცა შვრიაში ფიტინის იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ ამას ფიტინი იწვევს და არა შვრია.
- ასე რომ, ფიტინი მასში იმდენად მცირე ოდენობითაა, რომ მისი თუნდაც ერთი ულუფის ყოველდღიური გამოყენება ორგანიზმს დიდ ზიანს არ აყენებს...
- დიახ, ასეა. მით უმეტეს, თუ დილის საუზმეზე, შვრიასთან ერთად, ვიღებთ რძის ნებისმიერ პროდუქტს - ხაჭოს, რძეს, ყველს და ა.შ. ის მოსაზრება, რომ შვრიამ შეიძლება ჩვენი ორგანიზმიდან კალციუმი გამოდევნოს, გამორეცხოს (როგორც ამას საზოგადოება უწოდებს), მსგავსი საფრთხე არ არსებობს. თუმცა გარდა ბოჭკოსი, შვრიას ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რადგან შეიცავს ე.წ. მრთმილავ ნივთიერებებს. მათ შეუძლია კუჭის ლორწოვანზე ამოფენა, ერთგვარი გარსის შექმნა, რაც დადებითად მოქმედებს სხვადასხვა ტიპის საკვებისგან კუჭის ლორწოვანის დაცვაზე. ესეც მისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა. შვრიაში, როგორც სხვა მარცვლოვანი კულტურაში არის ნახშირწყლები, აქვს თვისება მარტივად დაანაყროს ორგანიზმი. როდესაც ვლაპარაკობთ შვრიის დადებით და უარყოფით მხარეებზე,უნდა გავითვალისწინოთ მის რა სახეობაზეა ლაპარაკი და როგორი მომზადების წესზე. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. განაგრძეთ კითხვა