სააღდგომო კულიჩისა თუ სხვა ნამცხვრებისთვის მინანქარი ყოველთვის დაგჭირდებათ. ცნობილი კულინარი ია მინდაძე-ასათიანი თეთრი მინანქრის რეცეპტებს გვიზიარებს, რომლებიც შესქელებული რძითა და რძის ფხვნილით მზადდება.
მინანქარი#1
- 100 გრ რძის ფხვნილი
- 60 გრ შესქელებული რძე("სგუშონი")
- 5 გრ ლიმონის წვენი.
- კარგად ამოურევთ და წაუსმევთ.
"ძალიან გემრიელი და მარტივი მინანქარია, რომელიც დროს უძლებს და შრება კარგად. თუმცა არ არის ბეზესავით. თუ თხელ მასას გააკეთებთ, არ გახმება, გაშრება კარგად, უფრო სქელი ხმება, მაგრამ როცა დაჭრით პასკას, ინარჩუნებს თავის სიმყარეს," - წერს ია მინდაძე-ასათიანი.
მინანქარი#2
შესქელებული რძე 55 გრ( სურვილოს შემთხვევაში გაზრდით რაოდენობას)
ჟელატინი 5 გრ (220 ბლუმიანი)
ჟელატინისთვის წყალი 20 გრ
ფერიც დაამატეთ თუ სურვილი გექნებათ.
ჟელატინი ჩაალბეთ. რომ გაფუვდება, გაალღვეთ ცეცხლზე, არ ადუღოთ.
შემდეგ შეურევთ შესქელებულ რძეს.
მეორენაირად შესქელებულ რძეს შეათბობთ კარგად და აფუებულ ჟელატინს გახსნით მასში. ათქვიფავთ მიქსერით.