"ეს მინანქარი ინარჩუნებს ფორმას, არ ხმება და არ ეკრობა დანას პასკის დაჭრისას" - ია მინდაძე-ასათიანი თეთრი მინანქრის ცერეპტს გვიზიარებს - მშობლები

"ეს მინანქარი ინარჩუნებს ფორმას, არ ხმება და არ ეკრობა დანას პასკის დაჭრისას" - ია მინდაძე-ასათიანი თეთრი მინანქრის რეცეპტს გვიზიარებს

2025-04-01 13:22:23+04:00
წინასააღდგომო სამზადისის დროს პასკის სურნელი თითქმის ყველა სახლში ტრიალებს. რა თქმა უნდა, გამოცხობის შემდეგ, პასკების გაფორმებაზეც ვფიქრობთ. საკმაოდ ბევრ დიასახლისს მოსწონს თეთრი მინანქარი, რომლის რეცეპტს გამოცდილი კულინარი ია მინდაძე-ასათიანი გვიზიარებს.
ეს მინანქარი ჟელატინზე მზადდება და ამიტომაც ინარჩუნებს ელასტიურობას, კონსისტენციას, არ ხმება და არ ეკრობა დანას დაჭრისას.
ინგრედიენტები:
  • შაქარი - 200 გ.
  • წყალი - 100 მლ
  • ჟელატინი - 6 გ (1 ჩაის კოვზი არის 5გ)
  • ლიმონის წვენი - გემოვნებით
მომზადება:
ჟელატინს დაასხით 2 ს/კ წყალი და გააჩერეთ 15-20 წუთი, რომ გაფუვდეს.
ამასობაში დარჩენილ წყალში გახსენით შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ, სანამ ოდნავ არ გასქელდება.
გაგრილებულ სიროფში შეურიეთ ჟელატინი, ათქვიფეთ მიქსერის მაღალ სიჩქარეზე მასის გათეთრებამდე (დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში), დაუმატეთ ლიმონის წვენი.
გააჩერეთ მიღებული მინანქარი 10 წუთი, შემდეგ კი წაუსვით პასკებს. გააფორმეთ სურვილისამებრ!