მოზარდ მაყურებელთა თეატრი „ მულანის“ პრემიერისთვის ემზადება. მაყურებელი ორი თეატრის , სოხუმისა და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრების კოპროდუქციას იხილავს.
25 აპრილს 19 საათზე, 26 აპრილს 17 საათზე.
დამდგმელი რეჟისორი - ანა სანაია
მხატვარი -ნინო სურგულაძე
კოსტიუმების მხატვარი -სოფიო იოსებიძე
კომპოზიტორი- თამარ ფუტკარაძე-ლაშხი
ქორეოგრაფი -გია მარღანია
რეჟისორის თანაშემწე - ნათია ბოშიშვილი
მონაწილეობენ: მარიამ კალატოზიშვილი, თორნიკე ბელთაძე, ნინო ჯავახიშვილი, ჯაბა ჯანაშია, ლეონიდ გულუა, ადელინა გოგუაძე, კახა ჯოხაძე, შალვა ანთელავა, ზურაბ ავსაჯანიშვილი, მარიამ კობახიძე, ილია მანაგაძე, ნინო ლეჟავა, ნინო მუმლაძე, სალომე ბაკურაძე, თამარ ტყემალაძე, ანა სოხაძე, გიორგი რევაზიშვილი, ილია ბელქანია, კონსტანტინე შაბურიშვილი, ნიკოლოზ ბიძინაშვილი, იოანა ნავაძე, ანიტა ჯიქურიშვილი, გიორგი რუხაძე, საბა ქუთათელაძე, სანტი ბასლანძე, კატო თავაძე.
ჩინური ტრადიციის მიხედვით, ქალს საბრძოლველად წასვლის უფლება არ ჰქონდა. მისი მოვალეობა მხოლოდ ქმრის ერთგულებით და ოჯახის გაძღოლით შემოიფარგლებოდა. მულანის ოჯახი ცდილობდა , გოგონას კარგ საპატარძლოდ წარმოჩენას.
ჩინეთში, მონღოლთა ლაშქრის შემოსევას, იმპერატორის ბრძანება მოჰყვა, ოჯახიდან ომში თითო მამაკაცის გაწვევის. რადგან მულანის მამა ხნიერი იყო, მულანმა გადაწყვიტა თავად წასულიყო ომში და ებრძოლა. ასე იქცა მულანი ჩინური ლეგენდის გმირად, რომელმაც საკუთარი ქვეყანა გადაარჩინა.
R