"მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების უსამართლო აღშფოთებას, თავი შეიკავეთ ბულინგისგან და ჩემზე და ჩემს ოჯახის წევრებზე! დაქორწინების მომენტში მე სრულწლოვანი ვიყავი, 18 წლის!" - ირინა ფარადაშვილი - მშობლები

"მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების უსამართლო აღშფოთებას, თავი შეიკავეთ ბულინგისგან და ჩემზე და ჩემს ოჯახის წევრებზე! დაქორწინების მომენტში მე სრულწლოვანი ვიყავი, 18 წლის!" - ირინა ფარადაშვილი

2025-04-04 22:57:10+04:00

ილუზიონისტ გია ფარადაშვილის მეუღლე ირინა გასულ კვირას "პრაიმ შოუში" იყო სტუმრად და მეუღლესთან ერთად ისაუბრა 27-წლიან სხვაობაზე მათ შორის, რამაც არ შეუშალა ხელი მათ ქორწინებას. მათ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ირინა ფარადაშვილმა გადაწყვიტა, საჯაროდ გაეკეთებინა ვრცელი კომენტარი:

"მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების უსამართლო აღშფოთებას ჩემი და ჩემი მეუღლის “პრაიმშოუში” სტუმრობის შემდეგ. ერთის მხრივ "მიხარია, რომ საზოგადოებას ისე აქვს თავისი პირადი ცხოვრება აწყობილ-დალაგებული, რომ "კალკულატორით" სხედან ეკრანთან და სხვის პირადს განიხილავენ.

დავიბადე 1983 წლის ნოემბერში, ვარ 42 წლის. გია გავიცანი, 18 წლის რომ გავხდი. ჩემი მეუღლე დღემდე მე მეკითხება ჩვენი შვილების ასაკს და არც გადაცემის მსვლელობისას გამკვირვებია წლებთან დაკავშირებული არასწორი თარიღების გაჟღერება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დაქორწინების მომენტში მე სრულწლოვანი ვიყავი, 18 წლის!

გთხოვთ თავი შეიკავეთ ბულინგისგან და ჩემზე და ჩემს ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლისგან!
გარდა ამისა, ჩემი და ჩემზე უფროსი თაობისთვის პატარა ასაკში გათხოვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, ვგულისხმობ იმას, რომ ადრე გოგონები ძალიან პატარა ასაკში თხოვდებიდნენ - სხვა საკითხია ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ ფაქტია.
მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს სრულფასოვანი ბედნიერი ოჯახი და ყველას გისურვებთ ასეთივე ბედნიერი ოჯახის შექმნას".
ჩვენ შორის 27 წელია სხვაობა, მაგრამ წლებს არ აქვს არავითარი მნიშვნელობა... - გია ფარადაშვილი და მისი მეუღლე მრავალწლიანი ქორწინების შესახებ