საქართველოში ამინდი ბოლო დღეებში ისევ გაუარესდა. თბილისსა და რეგიონებში წუხელ იწვიმა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსისვეტლანა ნიორაძეambebi.ge-სთან ამბობს, რომ ეს კვირა ცივი და ნალექიანი გვექნება
"ახლა უარესად აგვიცივდება. 8 - 11 აპრილამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლსაც ვვარაუდობთ. ასევე ვფიქრობთ, რომ დასავლეთის მიმართულებით გაძლიერდება ქარი, მათ შორის დედაქალაქში.
10 აპრილს დედაქალაქის გარეუბნებში მოსალოდნელია 20-25 მ/წმ-მდე ქარი. ზღვაზე ვვარაუდობთ 4-5 ბალიან შტორმს, ძლიერი წვიმების გამო შესაძლებელია მდინარეების მატება და წყალმოვარდნები.