შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მკვლელობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში მოხდა, სადაც მეზობლებმა 71 წლის ქალის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს. როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, ქალი მარტო ცხოვრობდა.
სახლის კარი მეზობლებმა შეამტვრიეს, რადგან პენსიონერი ქალბატონი რამდენიმე საათის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოდიოდა. ნასხანუმ სალაჰლის სხეულზე დანით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. უმეტესობა ზურგის არეში. მკვლელობის მოტივიჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დადგენილია, რომ კვლელი გერია. მას პოლიცია მტელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.
"გარდაცვლილი კარადასთან იწვა და ირგვლივ ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი" - ამბობს მეზობელი.