"დღეს ჩემი დაბადების დღეა. მალე ჩვენი შვილის იქნება..." - გიორგი კეკელიძე და მარიამ სოსელია დღე-დღეზე შვილს ელოდებიან - მშობლები

"დღეს ჩემი დაბადების დღეა. მალე ჩვენი შვილის იქნება..." - გიორგი კეკელიძე და მარიამ სოსელია დღე-დღეზე შვილს ელოდებიან

2025-04-10 22:08:31+04:00

როგორც ცნობილია, მწერალი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია შვილს ელოდებიან. ეს ამბავი გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით ამცნო საზოგადოებას:

"მე ის ვიცი, რომ შვილს, რომელსაც ველოდები, არაფრით დავუტოვებ საქართველოს, რომელიც რუსეთის იქნება და ისიც, რომ ამისთვის ყველაფერი გამიკეთებია და სამომავლოდაც ყველაფერს ვიზამ".

470593981-1975485276253053-7262529679919533052-n-1734428092.jpg

484833421-1195944615220608-3914666352990183686-n-1744309850.jpg

დღეს კი გიორგიმ თავის დაბადების დღეზე გამოაქვეყნა ფოტო ფეხმძიმე მეუღლესთან, რომელიც უკვე მეცხრე თვეშია და წყვილი სულ მალე მშობლობის ბედნიერებას იგრძნობს. ცნობილია მომავალი ბავშვის სქესიც - მწერალი ქალიშვილს ელოდება.

482252894-1215325803282489-4762980763272602747-n-1744309850.jpg

"დღეს ჩემი დაბადების დღეა. მალე ჩვენი შვილის იქნება", - წერს გიორგი და აქვეყნებს ფოტოს მცხეთის სახლიდან, სადაც წყვილი საყვარელ ძაღლებთან ერთად ცხოვრობს.
490225288-2064315500703363-3727420045662583738-n-1744309850.jpg475250239-18366764383187128-3148658307748862933-n-1744309849.jpg