ნიუ-იორკში ტურისტული ვერტმფრენის ჩამოვარდნას ცნობილი ესპანელი ტოპმენეჯერის მთელი ოჯახი ემსხვერპლა - ისინი იმ დღეს ჩაფრინდნენ ნიუ-იორკში და ქალაქის დათვალიერება უნდოდათ.... - მშობლები

ნიუ-იორკში ტურისტული ვერტმფრენის ჩამოვარდნას ცნობილი ესპანელი ტოპმენეჯერის მთელი ოჯახი ემსხვერპლა - ისინი იმ დღეს ჩაფრინდნენ ნიუ-იორკში და ქალაქის დათვალიერება უნდოდათ....

2025-04-11 08:32:56+04:00

ნიუ-იორკში წუხელ ტრაგედია დატრიალდა - საექსკურსიო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა და მდინარე ჰუდსონში ჩავარდა. დაიღუპნენ ვერტმფრენის პილოტი და ბორტზე მყოფი მგზავრები - კომპანია "სიმენსის" ესპანური ფილიალის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი აგუსტინ ესკობარი, მისი ცოლი და სამი შვილი.

ოჯახმა აფრენამდე რამდენიმე ფოტო გადაიღო, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა. ფოტოებზე მთელი ოჯახია - ესკობარი, მისი მეუღლე მერსე მონტალი და 4, 5 და 11 წლის შვილები. ისინი იმ დღეს ჩაფრინდნენ ბარსელონიდან ნიუ-იორკში და ნიუ-იორკისთვის უნდა გადაეფრინათ.

f4e79453-0d9b-3d85-9de9-da3a3b919acb-850-1744346435.jpgf4e79453-0d9b-3d85-9de9-da3a3b919acb-850-1744346435.jpg