რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში უმძიმესი ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. 13 წლის გოგონას 16-17 წლის გოგო ფიზიკურად უსწორდება, აგინებს და აშინებს. ვიდეოს გარშემომყოფები იღებენ და ჩხუბში არ ერევიან.
კურიერი • P.S მომხდარის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 13 წლის გოგონა დაზარალებულად უკვე ცნეს, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. პოლიციამ კი ბრალი წარუდგინა ვიდეოს მთავარ ფიგურანტს - 16 წლის გოგოს.