მომღერალი ქრისტინე იმედაძე და მისი ქალიშვილი ტაისია ჯაკობია ჟურნალ "სითის" ახალ ნომერში გამოჩნდნენ. ტაისია მეთორმეტე კლასშია. აბიტურიენტია და წელს ამთავრებს სკოლას. ბოლო ზარისა და ბანკეტისთვისაც ემზადება და, რასაკვირველია, ჩასაბარებლადაც. გოგონა მუსიკალური მიმართულებით გეგმავს სწავლის გაგრძელებას.
"დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი. მიყვარს სიმღერა და მინდა მეტი მუსიკალური განათლება მივიღო", - ამბობს ტაისია. ხოლო ქრისტინეს თქმით, მისგან განსხვავებით, ტაისია აქტიურად ემზადება ბოლო ზარისთვის. თავად ასეთი განცდები არ ჰქონია.
"ჩემგან განსხვავებით, ტაისიამ ბოლო ზარზე ლაპარაკი შარშან დაიწყო და შეწუხებული ჰყავს სრულიად ჩემი სამეგობრო… სტუმარი რომ მოდის, სანამ ტაისია არ დაიღლება მის გეგმებზე, კაბაზე და მიმდინარე პროცესებზე საუბრით, მე ვერ შევდივარ კონტაქტში ჩემს სტუმართან. მიუხედავად ამისა, ჯერ მაინც არ იცის რას ჩაიცვამს".