ოპტიკური ილუზია ხშირად ძალიან ბევრ დაფარულ ინფორმაციას ატარებს. იმას, თუ რას დავინახავთ სურათზე პირველს, ჩვენი შინაგანი მდგომარეობის შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია. ასევე, გვეტყვის, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და როგორი ურთიერთობა გვაქვს სხვებთან.
დღეს გთავაზობთ მარტივ ტესტს - თქვენი ამოცანაა, სურათს კარგად შეხედოთ და დააფიქსიროთ, რა დაინახეთ პირველი. მთავარი ამოცანაა, რომ სურათს 5 წამზე მეტი დროის განმავლობაში არ შეხედოთ. შემდეგ კი პასუხები შეამოწმეთ.
ყვავილები
თუ სურათზე პირველად ყვავილები დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სხვებთან ურთიერთობაში ჰარმონიას აფასებთ და ისინი ამას გრძნობენ. ხალხი მგრძნობიარე და ყურადღებიან ადამიანად აღგიქვამთ. ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის, რადგანაც დახმარება არასდროს გეზარებათ.
თუმცა, ზოგჯერ სხვებზე ზრუნვის პარალელურად, საკუთარი თავი გავიწყდებათ. ამიტომ, ბალანსის პოვნა მნიშვნელოვანია, რომ სხვების დახმარებასთან ერთად, არც თქვენი პრიორიტეტები და მოთხოვნები დაივიწყოთ.
ქალის სახე
გარშემომყოფები ბრძენ, მაგრამ ცოტა ჩაკეტილ ადამიანად აღგიქვამენ. საკუთარ გარემოცვას ყურადღებით არჩევთ და იცით, რომ ყველას ემოციებსა და საიდუმლოებებს ვერ გაუზიარებთ. ადამიანებს ძნელად ენდობით. ამიტომ, მათ, ვისაც კარგად არ იცნობთ, თქვენი ნდობის მოპოვება უჭირთ.
ამაში, რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია, თუმცა ხანდახან ადამიანებს უნდა მისცეთ უფლება, რომ დაგიახლოვდნენ. სხვაგვარად, მათში მეგობრების, პარტნიორების აღმოჩენას ვერ შეძლებთ.