„პალიტრა მედიის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „კვირის პალიტრა“ გაიმეორებს უპრეცედენტო პროექტს „გზავნილი მომავალში“.
რადგან საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ემიგრაციაშია, გადავწყვიტეთ, მათაც მივცეთ უნიკალური შანსი, მისწერონ მომავალს. კერძოდ, ქართველ ემიგრანტებსაც მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა პროექტში „გზავნილი მომავალში“.
თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ გზავნილი მომავალში, რომელსაც ადრესატი, ავტორის სურვილისამებრ, 2035 ან 2050 წელს მიიღებს. წერილები დაილუქება სპეციალურ სკივრში და შეინახება ეროვნულ არქივში. შესაბამისი თარიღის დადგომისას კი, ადრესატი გაზეთ „კვირის პალიტრისა“ და ვებგვერდის WWW.KVIRISPALITRA.GE საშუალებით შეიტყობს, რომ მის სახელზე წერილია.
21 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით ვებგვერდზე WWW.KVIRISPALITRA.GE სპეციალურად ქართველი ემიგრანტებისთვის გამოქვეყნდება ბმული, სადაც იქნება კონვერტის შაბლონი.
„კვირის პალიტრის“ ონლაინ შეძენის შემდეგ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ამ ბმულიდან შეძლებენ PDF ფაილის ჩამოტვირთვას, სადაც პროექტის „გზავნილი მომავალში“ კონვერტი და ბარათია მოცემული. იქვე იხილავთ ამ პროექტში მონაწილეობის დეტალურ ინსტრუქციას.
მისწერე მომავალს 2035 ან 2050 წელში - შექმენი ისტორია!