რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო პირველი შვილის მოლოდინში - ცნობილი წყვილის ახალი ფოტოები - მშობლები

რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო პირველი შვილის მოლოდინში - ცნობილი წყვილის ახალი ფოტოები

2025-04-17 09:39:56+04:00

როგორც ცნობილია, ბევრისთვის საყვარელი მოცეკვავე წყვილი - რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო - პირველი შვილის მოლოდინშია. დეკემბერში ამცნეს მათ ეს სიახლე საზოგადოებას და სქესის გაგების ცერემონიიდან ვიდეოც გამოაქვეყნეს, თუმცა ისე, რომ სქესი არ გაუმხელიათ.

ორსული კარინა მეუღლესთან ერთად "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალში გამოჩნდა და ემოციურად იცეკვა. მათ ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

486287180-1212721373553965-1998942064618447241-n-1744868690.jpg

487203050-1212721540220615-6115063180218856132-n-1744868691.jpg487184967-1212720760220693-174466311527158369-n-1744868691.jpg

ახლა კი წყვილმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.

491449874-18370024225127600-7655026070753995993-n-1744868691.jpg491443549-18370024216127600-8190241934502162246-n-1744868691.jpg

უკრაინელი კარინა რატიმ 6 წელზე მეტი ხნის წინ გაიცნო. თავიდან მათ მხოლოდ საქმე აკავშირებდათ - კარინა რატის მეწყვილე იყო. თუმცა საქმიანი ურთიერთობა რომანში მალევე გადაიზარდა და 2021 წელს წყვილმა იქორწინა კიდეც. "კარინა ჩემი ნომერი პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა…" - ამბობს რატი.

pro-am-dance-ball-2025dear-all-thank-you-so-much-for-this-incredible-evening-huge-thanks-to-everyone-who-participated-and-helped-make-this-night-so-special-1744868691.A special thank you to our amazing dancers—you put in so mu.jpg

რატი გაჩეჩილაძე მოცეკვავეების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია. მისი მშობლები "თელას" დამფუძნებლები იყვნენ. ახლა ამ ცნობილ საცეკვაო სტუდიას თავად უძღვება ძმასთან - ასევე მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან ერთად. რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დისქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა საბოლოოდ მაინც საქართველოში ამჯობინა ცხოვრება და საქმიანობა.