"ბავშვი თანდათანობით კარგავს უკვე შეძენილ უნარებს - მეტყველებას, მეხსიერებას, მოძრაობას"- რა არის ბავშვთა დემენცია და რა იწვევს მას - მშობლები

"ბავშვი თანდათანობით კარგავს უკვე შეძენილ უნარებს - მეტყველებას, მეხსიერებას, მოძრაობას"- რა არის ბავშვთა დემენცია და რა იწვევს მას

2025-04-17 10:44:08+04:00

როდესაც დემენციაზე ვსაუბრობთ, უმეტესობას ხანდაზმული ადამიანი წარმოუდგენია, რომელიც თანდათანობით კარგავს გონებრივ შესაძლებლობებს. თუმცა, მსგავსი პრობლემა შეიძლება ბავშვებშიც გამოვლინდეს. ეს არ არის "დემენცია" პირდაპირი მნიშვნელობით — როდესაც ასაკობრივი ცვლილებების გამო კოგნიტური ფუნქციების დეგრადაცია ხდება, მაგრამ სიმპტომები და შედეგები შეიძლება ზუსტად ისევე გამოიყურებოდეს. რას გულისხმობს ბავშვთა დემენცია და როგორ შეიძლება ის გამოვლინდეს.

რა არის ბავშვთა დემენცია

ბავშვთა დემენცია არის იშვიათი, მაგრამ მძიმე დაავადება, რომლის დროსაც ბავშვი თანდათანობით კარგავს უკვე შეძენილ უნარებს. მეტყველება, მეხსიერება, მოძრაობა, თვითმოვლის უნარი — ყველაფერი ეს დროთა განმავლობაში შეიძლება გაქრეს. ხანდაზმულ ადამიანებში განვითარებული დემენციისგან განსხვავებით, ბავშვებში ის უმეტესად გამოწვეულია გენეტიკური და მეტაბოლური დარღვევებით.

ბავშვთა დემენციის მიზეზები

ბავშვთა დემენციის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადებები, რომლებიც იწვევს თავის ტვინის უჯრედების თანდათანობით დაზიანებას. მათ შორისაა ისეთი იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ბატენის დაავადება, ტეი-საქსის დაავადება, მუკოპოლისაქარიდოზები, ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმა, ასევე მეტაბოლური დარღვევები, როდესაც ორგანიზმს არ შეუძლია გარკვეული ნივთიერებების სწორად გადამუშავება.

ზოგჯერ დემენცია ვითარდება თავის მძიმე ტრავმების, სიმსივნეების ან ტვინის ინფექციების შემდეგ, მაგრამ ეს გაცილებით იშვიათია.

ბავშვებში დემენციის განვითარების მიზეზები:

  • თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები,
  • ლეიკოდისტროფიები:
  • ნეიროდეგენერაციები, რომლებიც იწვევენ თავის ტვინში რკინის დაგროვებას:

ბავშვთა დემენციის სიმპტომები

პირველი საგანგაშო სიგნალი არის ადრე ათვისებული უნარების დაკარგვა. მაგალითად, ბავშვი უკვე შეეძლო ლაპარაკი, მაგრამ შემდეგ შეწყვიტა სიტყვების წარმოთქმა. ან თავდაჯერებულად დადიოდა, შემდეგ კი დაიწყო ბარბაცი და ვარდნა. სიმპტომები დროთა განმავლობაში მძიმდება, და მნიშვნელოვანია მათი რაც შეიძლება ადრე შემჩნევა. შეიძლება გამოვლინდეს:

  • მეხსიერებისა და ყურადღების გაუარესება;
  • მეტყველების პრობლემები;
  • ქცევის ცვლილება (ბავშვი ხდება აპათიური, გაღიზიანებული);
  • კრუნჩხვები;
  • მხედველობის ან სმენის გაუარესება.

როგორ მკურნალობენ ბავშვთა დემენციას

სამწუხაროდ, ბავშვთა დემენციის სრულად განკურნება დღესდღეობით შეუძლებელია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების განვითარების შენელება და ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება:

  • სპეციფიკური პრეპარატები ცალკეული დაავადებებისთვის (მაგალითად, ფერმენტჩანაცვლებითი თერაპია);
  • სიმპტომური მკურნალობა — ანტიკონვულსიური პრეპარატები, მედიკამენტები ქცევის გასაუმჯობესებლად;
  • რეაბილიტაცია — მეცადინეობა ლოგოპედთან, ფსიქოლოგთან, ფიზიოთერაპია;
  • ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა ოჯახისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია გენეტიკური კონსულტაციის გავლა.