როგორია თქვენი ზოგადი განათლება? - ტესტი, რომელიც ერუდიციას და ცოდნას შეამოწმებს - მშობლები

როგორია თქვენი ზოგადი განათლება? - ტესტი, რომელიც ერუდიციას და ცოდნას შეამოწმებს

2025-04-17 11:22:27+04:00

თანამედროვე სამყაროში ხშირად ადამიანებს არ აქვთ დრო, რომ სხვადასხვა საკითხი სიღრმისეულად შეისწავლონ. თუმცა, არის თემები, რომელთა ცოდნაც შესანიშნავ ზოგად განათლებაზე მიუთითებს. დღეს ერთ ტესტს გაგიზიარებთ, სადაც შეკითხვები სხვადასხვა სფეროდანაა - თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი სწორი პასუხი დააგროვოთ:

1. რა ერქვა ძველ საბერძნეთში ვაჭრობისა და იღბლის ღმერთს?

  • ჰეფესტოსი
  • არესი
  • ჰერმესი

2. ცნობილი მათემატიკური თეორემა ასე გამოიყურება - კათეტების კვადრატთა ჯამი უდრის ჰიპოტენუზის კვადრატს. რომელი მათემატიკოსის სახელს უკავშირდება აღნიშნული თეორემა?

  • პითაგორას
  • მენელაოსს
  • სოკრატეს

3. რა ფერი არ არის სამხრეთ კორეის დროშაზე?

  • ლურჯი
  • მწვანე
  • წითელი

4. რა ჰქვია ესტონეთის დედაქალაქს?

  • ტალინი
  • რიგა
  • ვილნიუსი

5. რისგან მზადდება ტრადიციული იაპონური საკე?

  • ხორბლისგან
  • ხილისგან
  • ბრინჯისგან

6. რა ჰქვია ვამპირს ცნობილ საგაში "ბინდი"?

  • კარლაილი
  • ედვარდი
  • ჯეიკობი

7. რომელმა მოქანდაკემ შექმნა დავითის ცნობილი ქანდაკება?

  • მიქელანჯელომ
  • ლეონარდომ
  • დონატელომ

8. ატმოსფეროს რომელი ფენაა ყველაზე ახლოს დედამიწასთან?

  • მეზოსფერო
  • სტრატოსფერო
  • ტროპოსფერო

9. რა ჰქვია მზის სისტემის უდიდეს პლანეტას?

  • დედამიწა
  • მარსი
  • იუპიტერი

10. რომელ ქვეყანაში დაარსდა როკ-ჯგუფი The Rolling Stones?

  • კანადაში
  • გაერთიანებულ სამეფოში
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში

სწორი პასუხები:

  1. ჰერმესი
  2. პითაგორას
  3. მწვანე
  4. ტალინი
  5. ბრინჯისგან
  6. ედვარდი
  7. მიქელანჯელომ
  8. ტროპოსფერო
  9. იუპიტერი
  10. გაერთიანებული სამეფოში