ზურაბ წერეთლის 46 წლით უმცროსი ქვრივი და 65 წლის ქალიშვილი ცნობილ მოქანდაკეს უკანასკნელ გზაზე აცილებენ - მშობლები

ზურაბ წერეთლის 46 წლით უმცროსი ქვრივი და 65 წლის ქალიშვილი ცნობილ მოქანდაკეს უკანასკნელ გზაზე აცილებენ

2025-04-23 18:01:04+04:00

22 აპრილს ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ოჯახის გარემოცვაში იყო, მოსკოვში, როცა გული გაუჩერდა. როგორც მოგვიანებით თქვეს მისი ოჯახის წევრებმა, მიუხედავად დიდი ასაკისა, სერიოზული ჩივილები მას არ ჰქონია.

zurab-cereteli-10-1745386850.jpg

23 აპრილს მოსკოვში მაცხოვრის ტაძარში შეიკრიბნენ სამოქალაქო პანაშვიდზე. ჭირისუფლებს შორის იყვნენ მისი ქვრივი ტატიანა კოჩემასოვა და ქალიშვილი - 65 წლის ელენა.

999x681-0xowzpuvum-6006195815906610961-1745418256.jpg
ზურაბ წერეთლის ქვრივი და ქალიშვილი

werwtelii111-54826-1745418256.jpg3000x2000-0xq9cgxbuw-2886414303070899145-1745418256.jpg

როგორც ცნობილია, საყვარელი მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გარდაცვალებიდან (1998 წელს) 15 წლის შემდეგ შეხვდა ზურაბ წერეთელი მეორე სიყვარულს, რომელიც მასზე 46 წლით იყო უმცროსი. ის ტატიანას თავის მუზას უწოდებდა. ურთიერთობა ოფიციალურად არ გაუფორმებიათ, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ტატიან მხატვრის გვერდით იყო და მას თავისი ცხოვრების მთავარ მამაკაცს უწოდებს.

1066x1600-0xsj1jlj0d-8423990518794208697-1745418256.jpg1219x1828-0xy1imcnai-9299171383394719003-1745418256.jpg

ზურაბ წერეთლის ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

ზურაბ წერეთლის დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახი, შვილად აყვანილი უსახლკაროები და 46 წლით უმცროსი რჩეული სიცოცხლის ბოლო წლებში - მხატვრის პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ამბები