ყველაზე ადვილი რეცეპტი ეს ტკბილეულობა ბევრს ტკბილადვე ახსოვს. რეცეპტით ბევრს ვერ გავაკვირვებთ, მაგრამ შევახსენებთ და იქნებ, თავიანთი შვილებისთვის მისი გასინჯების სურვილი გაუჩნდეთ.
4 სუფრის კოვზი შაქარი
1 სუფრის კოვზი წყალი
1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
ყველაფერი უნდა აურიოთ და ადუღოთ იქამდე, სანამ სიროფი არ გაყავისფრდება. შეგიძლიათ, ცოტა ალუბლის წვენიც დაუმატოთ. შემდეგ ჩაასხით ფორმებში და გააციეთ. ფორმებიდან ამოღებული ჩუპსებზე უფრო გემრიელია.