"მან თქვა - ვერ გაექცევი ჩემს სიყვარულს..." - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას შეურიგდა. წყვილი შვილთან ერთად მოგზაურობს - მშობლები

"მან თქვა - ვერ გაექცევი ჩემს სიყვარულს..." - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას შეურიგდა. წყვილი შვილთან ერთად მოგზაურობს

2025-04-28 12:57:29+04:00

მოდელი და ინფლუენსერი, ორი შვილის დედა ალექსანდრა პაიჭაძე გასული წლის ბოლოს დაშორდა მეორე შვილის მამას, ბიზნესმენ დავით კოდუას, რომელთან ერთადაც ბოლო წლები იყო. მაშინვე აღნიშნა, რომ მასთან მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებდა

"ბევრი ჭორების თავიდან აცილების მიზნით ვწერ, ძვირფასებო, ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს თუმცა მადლიერებით და სრულად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა.

ვრჩებით მეგობრები სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები. მადლობა, დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, ბედნიერებისთვის. ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ, ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე", - წერდა მაშინ ალექსანდრა.

მოგვიანებით წყვილი ერთად იყო მათი საერთო შვილის - ვიქტორიას დაბადების დღეზე. გოგონა 3 წლის გახდა და დედასთან და მამასთან ერთად აღნიშნა ეს დღე.

ale-555585-1745831219.jpg

სულ ახლახან კი მოდელმა გამოაქვეყნა ფოტოები, თუ როგორ მოგზაურობს დავით კოდუასთან და შვილთან ერთად, შემდეგი ტექსტით: "მან თქვა - ვერ გაექცევი ჩემს სიყვარულს..."

aleks-1-1745830966.jpgale7-2-1745830966.jpgale4d-2-1745830966.jpgsnapinsta-1745830966.to_492097020_18505494868050235_7601957886889115782_n.jpgsnapinsta-1745830965.to_491461511_18505494646050235_1346277323310240216_n.jpgsnapinsta-1745830965.to_491460226_18505495351050235_7187009059949862399_n.jpg494223736-122228871884188666-8522970462918178828-n-1745830965.jpg

ale-1746167858.jpeg

ale2-1746167858.jpg