110 წელი ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან - განახლებული ტომეულის შეძენა მალე, სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი - მშობლები

110 წელი ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან - განახლებული ტომეულის შეძენა მალე, სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი

2025-05-02 15:05:51+04:00

წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 110 წელი გავიდა. ის მხოლოდ მწერალი კი არა, სულიერი გზამკვლევია ქართული ერისთვის. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გამომცემლობა „პალიტრა L“ მკითხველს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს.

489730607-685752694390675-9045701993958104199-n-1746184003.jpg

ხუთტომეულის პირველი ტომი 5 მაისიდან გამოვა და თვეში ერთხელ თითო ტომი იქნება ხელმისაწვდომი. ერთი ტომის ფასი, შეძენის სპეციალური პირობების ფარგლებში მხოლოდ 8 ლარი იქნება.

ვაჟას ხუთტომეული მოიცავს:

  • ტომი I – ლექსები;
  • ტომი II – ლექსები;
  • ტომი III – პოემები („გველის მჭამელი“, „ალუდა ქეთელაური“, „ბახტრიონი“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და სხვა);
  • ტომი IV – მოთხრობები;
  • ტომი V – მოთხრობები, წერილები და პუბლიცისტიკა.

489733319-1199067688264779-8509200252814843611-n-1746184029.jpg

პირველი ტომის შეძენა შესაძლებელი იქნება 5 მაისიდან, სპეციალურ ფასად – მხოლოდ 8 ლარად, „პალიტრა L“-ის ვებგვერდსა და აპლიკაციაში, ასევე „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში.

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ახალი სერია კარგი შესაძლებლობაა, შეაგროვოთ ქართველი კლასიკოსი მწერლის შემოქმედება, ხელმისაწვდომ ფასად.

R