ახალციხეში, კერძო საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას"სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მცირეწლოვანი პროზექტურაშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, როგორც "სამხრეთის კარიბჭე" წერს, ერთ-ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ინტერპრესნიუსი