"ბაღში მიყვანისთანავე  ტემპერატურამ აუწია, დედასაც დაურეკეს, სასწრაფოც გმოიძახეს, მაგრამ ბავშვს ცოცხალს ვერავინ მოუსწრო" - ახალციხის ტრაგედიის დეტალები - მშობლები

"ბაღში მიყვანისთანავე  ტემპერატურამ აუწია... ბავშვს ცოცხალს ვერავინ მოუსწრო" - ახალციხის ტრაგედიის დეტალები

2025-05-06 10:45:13+04:00

ტრაგედია დატრიალდა ახალციხეში, სადაც კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როდესაც აღმზრდელმა დახედა და გარდაცვლილი დახვდა.

ტრაგედიის მიზეზის დადგენაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ადგილობრივი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ფაქტის შესახებ საუბრობს.

- მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია, რისი გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ორი წლის ბავშვის ამ ქვეყნიდან წასვლა არის უმძიმესი ამბავი. რომ იტყვიან, ყველა გულგაპობილები ვართ, ვინც ამ ბავშვის მშობლებს ან ამ ბაგა-ბაღის აღმზრდელებს თუნდაც შორიდან იცნობს. ასეთ ტრაგედიაზე ლაპარაკიც კი ძალიან მძიმეა.

იმედია ამ ტრაგედიაში წინასწარ არავის დაადანაშაულებენ. აღნიშნულ ბაგა-ბაღი თითქმის 10 წელიწადია მუშაობს ახალციხეში და ამდენ ხანს ვერ იმუშავებდა, გაუფრთხილებელი აღმზრდელები რომ ჰყავდეს.

ერთხანს ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვიც კი დაჰყავდათ ამ ბაგა-ბაღში. ცხადია, არ მიიყვანდნენ, გაუფრთხილებლობის რაიმე ნიუანსი რომ დაფიქსირებულიყო

...წაიკითხეთ სრულად

ჯანმრთელი ჩვილი მოულოდნელად, ძილში გარდაიცვალა. დედა კი 30 წელი ეძებდა მიზეზს... და იპოვა
რა არის ახალშობილთა მოულოდნელი (უეცარი) სიკვდილის სინდრომი?