ტაისია ჯაკობიას ბოლო ზარს მისი ცნობილი დედა და ბებია დაესწრნენ - რა დააწერა ია ფარულავამ პერანგზე ტაისიას? - მშობლები

ტაისია ჯაკობიას ბოლო ზარს მისი ცნობილი დედა და ბებია დაესწრნენ - რა დააწერა ია ფარულავამ პერანგზე ტაისიას?

2025-05-20 23:09:28+04:00

დღეს საქართველოს სკოლების უმრავლესობაში ბოლო ზარი დაირეკა. მომღერალ ქრისტინე იმედაძის ქალიშვილი ტაისია ჯაკობიაც წელს არის აბიტურიენტი და ცოტა ხნის წინ ქრისტინე ჟურნალ "სითის"-თან ინტერვიუში ყვებოდა, თუ როგორ ელოდებოდა ტაისია ბოლო ზარს.

"ჩემგან განსხვავებით, ტაისიამ ბოლო ზარზე ლაპარაკი შარშან დაიწყო და შეწუხებული ჰყავს სრულიად ჩემი სამეგობრო… სტუმარი რომ მოდის, სანამ ტაისია არ დაიღლება მის გეგმებზე, კაბაზე და მიმდინარე პროცესებზე საუბრით..."

ტაისიას ბოლო ზარზე დედასთან და ბებიასთან ერთად კიდევ ერთი ბებო ესტუმრა - ცნობილი მსახიობი ია ფარულავა, რომელიც ქრისტინე იმედაძის მამიდაა.

by-my-favorite-photographer-salomekakk-1-1747768866.jpgby-my-favorite-photographer-salomekakk-1747768866.jpg498309159-18502041694057463-2917254017138850890-n-1747768866..jpg

494355618-1198251458465270-4452365858593904952-n-1747768864.png

taisia2-1747769252.pngtaisia3-1747769252.png

taisia1-1747769251.png

რაც შეეხება ტაისიას გეგმებს, მუსიკალური მიმართულებით გეგმავს სწავლის გაგრძელებას.

"დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი. მიყვარს სიმღერა და მინდა მეტი მუსიკალური განათლება მივიღო", - ამბობს ტაისია.

ტაისიამ ბოლო ზარზე ლაპარაკი შარშან დაიწყო და შეწუხებული ჰყავს სრულიად ჩემი სამეგობრო… - ქრისტინე იმედაძის აბიტურიენტი ქალიშვილის გეგმები