ნანუკა გულუამ, რომელიც მესამე შვილზეა ორსულად, სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა. ნანუკას თქმით, 37 კვირისაა და 13 ივნისს აქვს დაგეგმილი საკეისრო კვეთა, თუ მანამდე არ დაეწყო მშობიარობა. ნანუკას უკვე სახელიც მოფიქრებული აქვს, მისი მესამე პატარა კირა კაშია იქნება.
ნანუკას ასევე ჰკითხეს, გეგმავს თუ არა მეოთხე შვილის გაჩენას, რაზეც უფრო ვრცლად, ვიდეომიმართვით უპასუხა:
"მე-4 შვილსაც ვაპირებდი, მეხუთესაც და მეექვსესაც, მაგრამ ამ ორსულობაში ხერხემლის ტკივილმა და სავარაუდოდ თიაქარმა, რომელსაც ვერ ვუმკურნალე, ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩამაგდო, ძალიან მიჭირს ეს ორსულობა, ძალიან დიდი ტკივილები გადამაქვს და შესაბამისად, მეოთხე შვილს ალბათ აღარ გავაჩენ".
ნანუკას და მის მეუღლეს კახა კაშიას ორი შვილი ჰყავთ - ნინა და იკა, რომელთა გაზრდაში ძიძები ეხმარებიან.