პატარა მხატვრებს საჩუქრები ელით "საბავშვო კარუსელის" 17 აპრილის ნომრები განსაკუთრებულია. როგორც ბიჭების, ასევე გოგონების ჟურნალში პატარა მკითხველებს კომპანია "ნიკორასგან" საინტერესო სიახლე ელით.
გემრიელი ძეხვეული ხომ ბევრს გიყვართ. სწორედ ამ ძეხვეულის და კიდევ ბევრი გემრიელი პროდუქტის დამამზადებელმა კომპანია "ნიკორამ" ბავშვებისთვის ნახატების კონკურსი დაიწყო. თქვენს პატარებს, ვისაც ხატვა უყვარს, "ნიკორასგან" საინტერესო საჩუქრების მიღება შეუძლიათ. ამისათვის უნდა დახატონ "ნიკორას" ცნობილი თოჯინები - "მზარეული" და "ძროხა". გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე საინტერესოდ წარმოგვიდგენს ამ ორ პერსონაჟს. ყველაფერი პატარების ფანტაზიაზეა დამოკიდებული. "ნიკორა" 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს დააჯილდოებს. საუკეთესო საკონკურსო ნამუშევრები ჟურნალ "საბავშვო კარუსელში" გამოქვეყნდება.
როგორ უნდა მივიღოთ კონკურსში
მონაწილეობა?
პატარებმა უნდა დახატონ ფოტოზე გამოსახული ფიგურები თემაზე: "კეთილი მზარეული" ან "ძროხა პატარების მეგობარია".
გადაუღეთ მათ ნამუშევარს ფოტო და გაგზავნეთ "ნიკორას" ფეისბუქის გვერდზე (პირად შეტყობინებაში).
არ დაგავიწყდეთ ნახატის პატარა ავტორის სახელის, გვარის, ასაკის და ტელეფონის ნომრის მითითება.
რა საჩუქრები ელით გამარჯვებულებს
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 მაისს და საჩუქრად გადაეცემათ:
I ადგილი - "ნიკორას" მოსიარულე თოჯინები "მზარეული" და "ძროხა" ესტუმრებიან გამარჯვებულს სკოლაში/ბაღში ტკბილეულითა და საჩუქრებით
II და III ადგილი - სახატავი ნაკრები
ნახატები მიიღება 30 აპრილამდე.