ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთევან ხატიაშვილი მესამე შვილს ელოდება. 31-ე კვირას გადააბიჯა და არც ერთი დღით არ შეუჩერებია ვარჯიში. სხვა ორსულებსაც გამუდმებით აძლევს რჩევებს ვარჯიშთან დაკავშირებით. ამჯერად, სამ მთავარ რჩევაზე ისაუბრა სოციალურ ქსელში:
"მოკლედ მინდა 3 რაღაც გირჩიოთ ორსულობაში, ოღონდ მანამდე დავწერ - მე-3 ორსულობის 31 კვირა ისე ჩქარა და შეუმჩნევლად გავიდა, რომ ბოლო 9 კვირა მინდა ნელა გავიდეს! ეს მართლაც საუკეთესო პერიოდია ქალისთვის და თან ვერ ვხსნი რატომ.
რა თქმა უნდა იყო რთული დღეებიც, პირველი ტრიმესტრი განსაკუთრებით, თუმცა ყველაფერმა ჩაიარა...
ახლა 3 მთავარი რჩევა:
ივარჯიშეთ - იარეთ, იცურავეთ, იუთუბიდან გააკეთეთ ორსულების ვარჯიშები, ვისაც რის საშუალება გაქვთ. ეს საუკეთესოა, რაც ორსულობაში შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს თავს და ნაყოფს.
შეაგროვეთ სამახსოვროთ ფოტოები - მე ეს არ გავაკეთე ანასტასიაზე და აახლა ძალიან ვნანობ. 10-20 წელიწადში დათვალიერება ძალიან კაი იქნება.
იფრინეთ და იმოგზაურეთ სპეციალური ჩულქებით - ამაზე უკეთესი რჩევა არ მიმიღია. 6-საათიანი ფრენის შემდეგაც კი ფეხები არ მქონდა შეშუპებული და ვიყავი ბუმბულივით".
ქეთის უფროსი, 14 წლის ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან - ანასტასია ვადაჭკორია, რომელიც წარმატებული მოცეკვავეა.
უმცროსი ვაჟი ილია კი მეორე ქორწინებაში შეეძინა, სპორტსმენ და პოლიტიკოს დავით კაჭარავასთან.