თუ მათ დავიცავთ, სამოსი დიდხანს გვემსახურება საინტერესოა, რამდენი ადამიანი აკვირდება ტანსაცმლის იარლიყებზე მოცემულ ნიშნებს? ალბათ, არც ისე ბევრი... არადა, ლეიბლებზე მოცემულ სიმბოლოებს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ახსნა აქვს. თუ მათ დავიცავთ, სამოსი დიდხანს გვემსახურება.
მოდი, მივყვეთ დანომრილ ნიშნებს და ვნახოთ თითოეულის ახსნა. რაც მთავარია, არ დაკარგოთ, ჩაინიშნეთ:
1. ხელით რეცხვა.
2. გარეცხვა აკრძალულია.
3. დასაშვებია მხოლოდ ხელით რეცხვა 30 გრადუსზე, გაწურვა და ძლიერი ჭეჭყვა არ შეიძლება.
4. ხელით ან მანქანით რეცხვა არაუმეტეს იმ გრადუსზე, რაც არის მოცემული.
5. ხელით ან მანქანით რეცხვა. ზუსტად დაიცავით მოცემული ტემპერატურა, არ მიმართოთ ძლიერ მექანიკურ დამუშავებას, გაავლეთ ნელ-ნელა გაციებულ წყალში, გაწურვისას სარეცხის მანქანას დაუყენეთ "ცენტრიფუგის" ნელი რეჟიმი.
6. ძალიან დელიკატური რეცხვა მაქსიმალური რაოდენობის წყალში, მინიმალური მექანიკური დამუშავებით.
7. დასაშვებია ქლორის შემცველი მათეთრებლით რეცხვა. გამოიყენეთ მხოლოდ ცივი წყალი. თვალყური ადევნეთ, რომ ფხვნილი კარგად გაიხსნას.
8. რეცხვისას არ შეიძლება ქლორის შემცველი მათეთრებლის გამოყენება.
9. დასაშვებია გაუთოება.
10. დასაშვებია გაუთოება მაქსიმალურ ტემპერატურაზე - 110 გრადუსზე. იგივე წესები ვრცელდება სინთეტიკურ ქსოვილებზეც: ნეილონზე, პოლიესტერზე და სხვა სინთეტიკურ ქსოვილებზე. გამოიყენეთ საუთოებელი ქსოვილი, არ გამოიყენოთ ორთქლი.
გაგრძელება