პოპულარობა და ემოციური კომენტარები არც ამ ფოტოს მოკლებია მშობიარობის შემდეგ დედები ძველებურ ფორმაში ჩასადგომად რამდენიმე თვეს კარგავენ. ბრტყელი მუცლის "დაბრუნებას" კი შეიძლება მთელი წელიც "შესწიროთ".
ცნობილი მოდელის სარა სტეიჯის ფოტოებმა, სადაც 9 თვის ორსული დღე-დღეზე შვილს ელოდებოდა, თავის დროზე სოციალური ქსელი დაიპყრო. ინტერნეტმომხმარებელი აღტაცებაში მოიყვანა მოდელის მინიატურულმა მუცელმა და მოხდენილმა სხეულმა.
მშობიარობის შემდეგ სარამ კვლავ გამოაქვეყნა ფოტო და თაყვანისმცემლებს უჩვენა, როგორ გამოუყურება მშობიარობიდან 4 დღის შემდეგ. პოპულარობა და ემოციური კომენტარები არც ამ ფოტოს მოკლებია.
სარა ორსულობამდეც და ორსულობის პერიოდშიც ფიტნესით აქტიურად იყო დაკავებული. მართალია ამ დროს 12 კილოგრამი მოიმატა, დარმუნებულია და პირვანდელ ფორმას მაქსიმუმ, 5 კვირაში დაიბრუნებს.
იხილეთ ასევე
ეს გოგონა ამტკიცებს, რომ ერთ თვეში შვილს ელოდება
ფორმაში ჩადგომა მშობიარობის შემდეგ - ეფექტური რჩევები
ქალები, რომლებმაც მშობიარობის წინ გაიგეს, რომ ფემხმძიმედ იყვნენ