ონლაინ-რეგისტრაცია 15 მაისიდან იწყება ვნებათაღერლვა პირველკლასელთა სკოლაში მიღების თაობაზე არ წყდება. ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია კანონმა, რომლის მიხედვითაც სკოლაში მხოლოდ ის ბავშვები მიიღებიან, რომელნიც სასწავლო წლის დაწყებამდე 6 წლისანი იქნებიან. სულ ცოტა ხნის წინ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პირველი მოსმენით ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანამხადაც სკოლაში დარეგისტრირების საშუალება ექნებათ იმ პატარებსაც, ვინც 5 წლისაა და დეკემბრამდე გახდება 6-ის. თუმცა, ეს არ ვრცელდება 2015-2016 სასწავლო წელზე, რადგან როგორც განათლების სამინისტროში განგვიმარტეს, კანონი პირველი მოსმენით არ მიღებულა, განხილვა გრძელდება, შესაბამისად, ამ სასწავლო წელს ბავშვები სკოლაში მოქმედი კანონის მიხედვით მიიღებიან, ანუ მხოლოდ 6 წლის ბავშვები მიიღებიან პირველ კლასში.
რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტრაციას, 23 აპრლიდან იწყება და სამი ეტაპისგან შედგება. ადრე დავწერეთ, თუმცა ზოგიერთ მშობელს გაუჩნდა შეკითხვები და 23 აპრილიდან ელოდა ონლაინ-რეგისტრაციას და ეძებდნენ აპლიკაციას. სწორედ მათთვის კიდევ ერთხელ ვავრცელებთ განათლების სამინისტროს ინფორმაციას:
პირველი ეტაპი: 23 აპრილი - 4 მაისი
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლებში და არა ინტერნეტის მეშვეობით. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთა მშობლებიც სკოლის თანამშრომლები არიან; ან, რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
I ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით.
II ეტაპი: 2015 წელი, 15 მაისი - 9 ივნისი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით.
I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
III ეტაპი: 2015 წელი, 22 ივნისი - 11 ივლისი
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად