რა გელის სინამდვილეში? გადახედე ამ პუნქტებს როცა სახლში პატარა ბედნიერება ჩნდება, ჯერ კიდევ არ იცი, რა სირთულეებს შეეჩეხები. მშვიდად მოცინარ საოცრებას შეჰყურებ და ვერც კი წარმოიდგენ, როგორია ამ პატარა ადამიანის გაზრდა.
რა გელის სინამდვილეში? გადახედე ამ პუნქტებს, ცოტა იუმორით და ცოტა რეალურად და მიხვდები:
1. მზად იქნები მოკლა ნებისმიერი, ვინც გაბედავს კარზე ზარის დარეკვას, ბავშვის ძილის მომენტში.
2. შენი შვილის პირველი ნაბიჯები უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ადამიანების მარსზე აღმოჩენა.
3. პამპერსების სინათლის სიჩქარით გამოცვლას ისწავლი და მათ შესახებ ყველაფერი გეცოდინება.
4. ბავშვის დაბადების შემდეგ ძილი უფრო შეგიყვარდება, ვიდრე სექსი.
5. საწოვარის დაკარგვა გაუტოლდება ბინის გაქურდვას.
6. აღარ გემახსოვრება, როგორ გამოიყურებოდა სახლი აქამდე.
7. გაიგებ, რამდენად შორს არის რეალობისგან ფრაზა "ახალშობილივით ძინავს".
8. მართლა ვერ ახსნი, საიდან არის ეს ამდენი სათამაშო.
9. თუმცა მზად იქნები ბავშვს ყველაფერი მისცე, სიჩუმის სანაცვლოდ.
10. სახლიდან ერთობლივი გასვლისთვის ეს ყველა ნივთი დაგჭირდება.
11. არ არსებობს არაფერი ისეთი, რაშიც შვილი არ გადაწყვეტს, რომ მოგბაძოს.
12. ბავშვებზე ვიდეოები, მათი ფოტოები და მათზე ჩანაწერები შენს მთავარ თვალსაჩინოებად იქცევა.
13. მთელი შენი უმაღლესი განათლება ერთ წამში ნულის ტოლი ხდება, როცა ბავშვი განუზომელი რაოდენობის შეკითხვების დასმას დაიწყებს.
14. სულ რაღაც წელიწად-ნახევარში 3 კილოგრამი ბედნიერება 11-კილოგრამიან დამანგრეველ არსებად გადაიქცევა.
15. აი, ნამდვილი თავისუფალი მამაკაცის ცხოვრება.