რისკჯგუფს ამ მხრივ სამი ზოდიაქოს ნიშანი განეკუთვნება ჩვენი პატარები ამქვეყნად მოვლინების წამიდან ინდივიდები და სრულფასოვანი პიროვნებები არიან. ამიტომ ბავშვის ხასიათზე და მით უმეტეს იმაზე, როგორი ადამიანი დადგება მისგან სამომავლოდ ზოგადი ასტროლოგიური სტატისტიკით მსჯელობა უშედეგოა. თუმცა, არსებობს გარკვეული კატეგორია ისეთი ბავშვებისა, რომელთა მშობლებიც გადამეტებული ლოიალურობისა და სირბილის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებლად რისკავენ, რომ ოჯახში დედიკოს ბიჭი ან გოგო იყოლიონ, რომელიც დიდ ასაკში ინფანტილურ უსაქმურად გადაიქცევა და მოითხოვს, რომ მშობლებმა უზრუნველჰყონ მისი არსებობა ისევე როგორც ბავშვობაში.
რისკ ჯგუფს ამ მხრივ სამი ზოდიაქოს ნიშანი განეკუთვნება:
კირჩხიბი - ასეთი ბავშვები პატარაობიდანვე განცდიანები, ემოციურები და ჭირვეულები არიან. კირჩხიბი დიდ ასაკშიც გამოირჩევა ყველაფრის დრამატიზებისკენ მიდრეკილებით. მას ურჩევნია დედის კალთას ამოეფაროს ყოველთვის და თუ ეს უკანასკნელი შვილს ამის უფლებას აძლევს, იცხოვროს კიდეც დედის ხარჯზე მოზრდილ ასაკში. ამიტომ თუ კირჩხიბის მშობელი ხართ, პატარა ასაკიდანვე მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას რაშიც მისი ერთი თვისება - ფულის სიყვარული დაგეხმარებათ. უყიდეთ პატარა კიბოს ყულაბა და ყოველ შესრულებულ საქმეზე, რომელსაც თქვენ მას ოჯახის და და-ძმების სასარგებლოდ დაავალებთ, თითო მონეტით შეავსებინეთ ზემოხსენებული საფულე. ასე კირჩხიბი ფულის ყადრსაც ისწავლის და უსუსრობის შეგრძნებაც მოეხსნება.
ლომი - ანცი, საოცრად მომხიბვლელი და ენერგიული ქმნილებაა. პატარა ასაკიდანვე ვიტრინიდან გადმოსულ ულამაზეს თოჯინას წააგავს, ხშირი ქოჩორით ან ურჩი კულულებით. ლომები აქტიური ბავშვები არიან, მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ თუკი დედ-მამამ იგი ზედმეტად მიაჩვია დომინანტურ პოზიციას და ყველა მისი კაპრიზის დაუყოვნებლივ ასრულებას, დიდ ასაკში მისგან "შინაურ ტირანს" მივიღებთ, რომელიც უარს იტყვის მუშაობაზე და შეეცდება ფული ათასგვარი მანიპულაციით გამოიმუშაოს იოლად. საიმისოდ რომ ლომის აღზრდა თავიდანვე სწორად შეძლოთ, მას აუცილებლად უნდა ასწავლოთ სხვებისთვის ანგარიშის გაწევა და კუთვნილი ნივთების (ტკბილეულის) გულუხვად განაწილება. უნდა აუხსნათ, რომ შრომა სამარცხვინო კი არა, საამაყო საქმიანობაა და რომ უშრომელ შემოსავალს საბოლოოდ საზოგადოების მხრიდან მისი იმიჯის შელახვა მოყვება.
გაგრძელება