იოანე ისეთი ქმარია, სანთლით უნდა ეძებო მოდელ ნანუცა ტორონჯაძესთან ინტერვიუ ''რეიტინგში'' წელიწადზე მეტია, რაც გამოქვეყნდა. გოგონა სხვა ქართველებთან ერთად ჩინეთში სამუშაოდ წავიდა, მაგრამ მას ძალიან გაუმართლა, რადგან კლუბებში ჩატარებული გამოსვლებიდან მალე გადაინაცვლა სამოდელო ბიზნესში და ხშირად იღებდნენ სხვადასხვა, მათ შორის თეთრეულის რეკლამაში. გოგონა არც სექსუალურ ფოტოსესიებში მონაწილეობას მორიდებია. გასულ კვირას ჩინელ მეორე ნახევართან ერთად საქართველოს ესტუმრა და ჯვარი დაიწერა. გრანდიოზული ქორწილი რესტორანში აღნიშნეს. გული სწყდება, რომ ჩინეთიდან სავიზო პრობლემების გამო სტუმრები ვერ ჩამოვიდნენ, მაგრამ მალე მეორე ქორწილს ჩინეთში გადაიხდიან და წყვილი ნამდვილ ოჯახურ ცხოვრებას დაიწყებს.
- მე და ჯეიმ ერთმანეთი საკმაოდ სასაცილო სიტუაციაში გავიცანით. ჩემს მეგობარს სამსახურში გავყევი და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ჩემი მომავალი რჩეულის კლუბი ყოფილა. მაშინ არც ვიცოდი, რომ ეს ადამიანი ჩემი მეორე ნახევარი გახდებოდა. საღამოზე ''ვიქტორია სიკრეტის'' თეთრეულის ჩვენება გაიმართა. მე ჩემთვის ვიდექი და ვუყურებდი, მაგრამ მაინც შევამჩნიე, რომ ერთი ბიჭი ზედმეტად მაქცევდა ყურადღებას. გამოსვლა რომ დამთავრდა, მეგობარმა მითხრა, რომ კლუბის მეპატრონე შამპანურზე გვეპატიჟებოდა, ეს ადამიანი ახლა ჩემი ქმარია (იღიმის).
- როგორ მიხვედით დაოჯახების გადაწყვეტილებამდე?
- 24 საათი ერთად ვიყავით, ერთმანეთის გარეშე არაფერს აღარ ვაკეთებდით. შემდეგ მშობლებიც გამაცნო. ისე დავახლოვდით, რომ აღარ გვინდოდა, შეყვარებულები გვრქმეოდა და დავქორწინდით. როდესაც მისმა მშობლებმა დამინახეს, ძალიან გაუხარდათ. არ ვიცი, ჩინელი რძალი უნდოდათ თუ არა, მაგრამ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. დედაჩემმა იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ, მაგრამ საქმე თუ ასე სერიოზულად იყო, არ ეგონა. როდესაც დაქორწინების შესახებ გაიგო, მითხრა, მალე ჩამოდითო. მამა მძიმედ შეხვდა ამ ამბავს, თავიდან გაგიჟდა, მაგრამ მერე ტელეფონზე დამირეკა და მომილოცა. წყნარად მითხრა, ჩამოდით, ქორწილი გადავიხადოთო.
- მეუღლე აქ მოინათლა?
- დიახ, ულამაზესი ქორწილი გვქონდა, რესტორანში მეგობრები და ნათესავები დავპატიჟეთ. ჯვარი სამებაში დავიწერეთ. კარგი დრო გავატარეთ, ისე დავიღალეთ, რომ მეორე დღეს გაგრძელება აღარ გვინდოდა. ჯეიმ თავისი სიმღერით მუსიკოსები, მომღერლები და კომპოზიტორები გააოცა. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. სამწუხაროდ, ჯვრის მონასტერში ვერ ავედით იმ დღეს, რადგან ძალიან დიდი ლიმუზინით ვიყავით.
- ჩინეთში ბევრი ქართველი გოგონაა და ყველა არ არის კარგ პირობებში, შენ გაგიმართლა. ისინი როგორ შეხვდნენ შენს გათხოვებას?
- ჩემი მეგობრებიდან ვინც ჩინეთშია, ყველა კარგ პირობებშია. ძალიან უნდოდათ ქორწილზე დასწრება, მაგრამ მარტივი არ არის უცებ თბილისში გადმოფრენა. დიახ, მე გამიმართლა და კარგად გავთხოვდი. ახლა ძალიან კარგ ადგილას სახლს ვიშენებთ, ბიზნესი გვაქვს, მოკლედ, ყველაფერი, რაც კარგი ცხოვრებისთვის არის საკმარისი. ჩემ გარდა ქართველებიდან კიდევ ორი გოგონა ვიცი, რომლებიც ჩინელებზე გათხოვდნენ, მე ალბათ მესამე ვარ. იოანე ისეთი ქმარია, სანთლით უნდა ეძებო...