ამ ვიდეოგაკვეთილის შემდეგ ნემსის გაკეთებას უფრო თამამად გაბედავთ ყველა სამედიცინო მანიპულაცია სპეციალისტის ხელით უნდა გაკეთდეს. თუმცა ნემსის გაკეთება ხშირად სახლის პირობებში გვიწევს. როცა ოჯახის წევრს სჭირდება, სასურველია დიასახლისს სათანადო ცოდნა და გამოცდილება ჰქონდეს.
ამ ვიდეოგაკვეთილის შემდეგ ნემსის გაკეთებას უფრო თამამად გაბედავთ. ეს რთული არ არის. მთავარია ჰიგიენის წესები დაიცვათ და გაბედულად იმოქმედოთ.
1. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ ნემსის წვერი ამპულის შიგთავსის გარდა სხვა ზედაპირს შეეხოს. თუ შემთხვევით ხელზე ან სამოსზე მოგიხვდათ, ის სტერილური აღარ არის და უნდა შეცვალოთ.
2. დუნდულო წარმოსახვით გაყავით 4 ნაწილად. ნემსის გასაკეთებლად გარეთა ზედა უბანს ვირჩევთ.
3. საინიექციო ადგილი სპირტიანი ბამბით გაასუფთავეთ.
4. ნემსი პირდაპირ, ვერტიკალურად ერჭობა და არა დახრილი კუთხით.
5. როცა კუნთში ჩახვალთ, ყუნწსა და კანს შორის ნემსი 1-2 მილიმეტრით უნდა ჩანდეს, ანუ ყუნწი კანს მიბჯენილი არ უნდა იყოს.
ასევე უნდა იცოდეთ: წამალს რომ მოამზადებთ, აუცილებლად დააკვირდით, რომ ჰაერი არ დარჩეს შიგნით, მაქსიმალურად "დაბერტყეთ" შპრიცი, რომ ჰაერის ბუშტები ზემოთკენ ავიდეს და გამოდევნეთ იქიდან. მხლოდ საინიექციო სითხე უნდა შეიყვანოთ კუნთში და არა ჰაერი.
უფრო დეტალურად იხილეთ ვიდეოში.