"ამ ვიდეოს შემდეგ, ისეთი შოკი განვიცადე, სულ ჩემ პატარას ვეფერები, ეს რა უბედურებაა" ამ ვიდეომ, რომელზეც ასახულია, როგორ უკეთებს მასაჟს თვეების ჩვილს მასაჟისტი ქალი, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სოციალურ ქსელში. დედები აღშფოთებას ვერ მალავენ. წერენ, რომ მასაჟისტი არაპროფესიონალია, რადგან ჩვილს მასაჟს ხელზე მასიური ბეჭდით უკეთებს რაც დაუშვებელია, თანაც ბავშვი ტკივილისგან 2 წუთის განმავლობაში ტირილს არ წყვეტს, ამას კი კამერით მშვიდად იღებს ჩვილის დედა.
"ამ ვიდეოს შემდეგ, ისეთი შოკი განვიცადე, სულ ჩემ პატარას ვეფერები, ეს რა უბედურებაა"; "ისე შეიძლება გაუტყდეს ძვლები, ვერც გაიგებთ! ბოლოს ტირილისგან დაიღალა და აღარ ტირის. იყო ასეთი შემთხვევა, ასეთი მასაჟის დროს ბავშვი კინაღამ შოკით მოკვდა";
"გული ცუდად გამიხდა, არ ესმით, რომ ეს უდიდესი სტრესია ბავშვისთვის"; "ეს რა საშინელება ვნახე! ბავშვის დედას სულ ოდნავ გაეგება რა არის მასაჟი? ან პედიატრი არ ჰყავს? ამ პაწუკას ჯერ რად უნდოდა მასაჟი? გადასარევი მასაჟისტი მყავდა, რომელსაც ერთხელ არ აუტირებია ბავშვი. ეს რა უბედურებაა!" - წერენ აღშფოთებული დედები.
კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური საკითხი, რომ მასაჟი არ არის ყველასთვის სავალდებულო, ის ორთოპედმა უნდა დანიშნოს და სპეციალისტიც პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ და არა ”საახლობლოში”. იხილეთ სპეციალისტის კომენტარი ამ თემაზე.
იხილეთ ასევე:
ვიდეო, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია - როგორ სინჯავს ორთოპედი ჩვილს