ვებრძოლოთ ეფექტური შინაური მეთოდებით ცხიმიან ლაქას ავეჯზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაასხათ წყალი – ეს პრობლემას გაზრდის. უსიამოვნო შემთხვევა თუ მოხდა, მაშინვე უნდა დაადოთ ლაქას ქაღალდის ხელსახოცი, რომ სისველე მოაშოროს. მერე კი უშუალოდ ლაქის მოცილებაზე უნდა გადახვიდეთ. ძალიან ეფექტურია ლაქებთან საბრძოლველად (მათ შორის ძველთანაც) ბენზინი – 1/2 ჩაის კოვზი ბენზინი უნდა აურიოთ 1 ჩაის კოვზ სარეცხ ფხვნილთან. ნაზავი პრობლემურ უბანზე უნდა დაიტანოთ და დაახლოებით 4 საათით დატოვოთ. შემდეგ ცხელი წყლით ამორეცხოთ.
შოკოლადის ლაქებს საჭმელი მარილი ებრძვის კარგად. 1/2 ჩაის კოვზი მარილი 1 სუფრის კოვზ წყალში გახსენით და ლაქაზე დაიტანეთ, დატოვეთ რამდენიმე საათი და მერე ცხელი წყლით მოაშორეთ.
ცხიმიან ლაქებს, ასევე წვენის ლაქებს, კარგად ებრძვის ძმრისა და ლიმონის წვენის ნაზავი – 1:1. აუცილებელია ამ ნარევით ლაქის დამუშავება მის სრულ გაქრობამდე. მეტი მოხერხებულობისთვის შეგიძლიათ ინგრედიენტები ბოთლში ჩაასხათ და შეასხუროთ ლაქას.