რატომ ჯობს, დედამ ჩაკიდოს შვილს ხელი და არა პირიქით დედა და შვილი მდინარის ნაპირას მიდიოდნენ.
დედამ უთხრა შვილს:
- შვილო, ჩამკიდე ხელი.
შვილმა უპასუხა:
- არა, დედა, შენ ჩამკიდე ხელი.
- რა განსხვავებაა, შვილო?
- დედა, თუ რამე მოხდება, მე შეიძლება გაგიშვა ხელი, შენ კი ვიცი, რომ არასოდეს გამიშვებ ხელს!