კვება რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც სურს კომფორტულად დაიკლოს წონაში როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მონოდიეტებსა და სხვა შეზღუდულ დიეტებს მოკლევადიანი ეფექტი აქვს: მკაცრი კვების რეჟიმის დასრულების შემდეგ წონა სწრაფადვე ბრუნდება.
ასეთი დიეტების დროს კუნთოვანი მასა მცირდება, რაც ანელებს მეტაბოლიზმს და სხეულის მასის მომატებას უწყობს ხელს.
საათობრივი დიეტა – კვება მკაცრად განსაზღვრულ დროის მონაკვეთებში – ეხმარება ორგანიზმს, თანდათანობით გათავისუფლდეს ცხიმისგან, განსაკუთრებით კი, მუცლის მიდამოებში. ასეთი კვების რეჟიმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ ვშიმშილობთ, რადგან საკვების მიღება აუცილებელია დღეში 6-8-ჯერ.
საათობრივი დიეტის ჩვენებები
მკაცრად განსაზღვრულ დროის მონაკვეთებში კვება რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც სურს კომფორტულად დაიკლოს წონაში მუცლისა და თეძოების არეში.
ერთ კვირაში ერთიდან სამ კილოგრამამდე იკლებთ. ამასთან, ერთადერთი სირთულე, რაც ამ დიეტას ახლავს, მკაცრად განსაზღრულ საათებში კვებაა – ჭამა ყოველ 2,5-3 საათში ერთხელ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთდღიანი დიეტის დროს – ყოველ ერთ საათში.
3 კვირაზე მეტი ასეთი კვების რეჟიმის დაცვა რეკომენდებული არ არის, დიეტის გამეორება შესაძლებელია ნახევარი წლის შემდეგ.
იმისათვის, რომ ეფექტურად დაიკლოთ წონაში, ამ დიეტის დროსაც დღეში 1500-1600 კკალ-ზე მეტი არ უნდა მიიღოთ. ასევე, იმისათვის, რომ ცხიმის წვა სწრაფადვე დაიწყოს, კვების რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, ვიტამინები, მიკროელემენტები და ომეგა-პოლიდატვირთული ცხიმ-მჟავები, რომლებსაც შეიცავს მზესუმზირის ზეთი და ცხიმიანი ზღვის თევზი.
სამსაათიანი დიეტა ხორხე კრუზის მიხედვით:
ხორხე კრუზის მეთოდი უფლებას გვაძლევს ვჭამოთ ყველაფერი, რაც მოგვესურვება, ოღონდ ყოველ 3 საათში ერთხელ. უკანასკნელ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ეს კვების რეჟიმი ხსნის სტრესის ჰორმონის ნდასჰ დონეს, კორტიზოლს, რომელიც ცხიმოვან ფენის წარმოქმნას უწყობს ხელს მუცლისა და თეძოების არეში. სამი საათის განმავლობაში შაქრის დონე სისხლში სტაბილურდება და ორგაზმში მეტაბოლიზმი ჩქარდება.