აჩვენეთ ეს ფოტო თქვენს შვილებს ტაშა შტურმი კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგია და რვა წლის ცელქი ბიჭუნას დედა. ერთხელ, როცა მისი შვილი ეზოდან ამოვიდა და ხელების დაბანა გააპროტესტა, დედამ სთხოვა, შუშის ჭიქისთვის მიედო ხელისგული, რომელშიც სპეციალური სითხე იყო – მიკრობების გამოსავლენად და შემდეგ – მათ გასამრავლებლად. რამდენიმე დღეში ჭიქა აივსო ბაქტერიებისა და სოკოების კოლონიებით, რომლებიც ბავშვმა ხელით შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები საკმაოდ შემაშფოთებელია, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხელებსა და კანზე ბაქტერიების არსებობა ნორმალურია. მითი უსაფრთხო რაოდენობა აუცილებელიც კია ადამიანის იმუნიტეტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. ხოლო მათ გამრავლებას რომ არ შევუწყოთ ხელი, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ხელების ხშირად დაბანა.