ეს პლასტიკური ქირურგიის ჯანმრთელი და ბუნებრივი ალტერნატივაა ბევრი ქალი პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს იმისათვის, რომ მკერდის ფორმა გამოისწოროს. ამ მხრივ მედიცინა უდავოდ წინ მიიწევს.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსებობს პლასტიკური ქირურგიის საკმაოდ ჯანმრთელი და ბუნებრივი ალტერნატივა.
იზომეტრიული ვარჯიშები, რომლებსაც სტატიკურებსაც უწოდებენ, იწვევს მკერდის კუნთების დაჭიმვას სახსრებზე სერიოზული ზემოქმედების გარეშე.
ქვემოთ მოცემული მარტივი ვარჯიშების სისტემატურად შესრულების შედეგად სულ მალე თქვენი მკერდი ბევრად მკვრივი და ლამაზი ფორმის გახდება.
თუმცა, იმის გამო, რომ მკერდი სარძევე ჯირკვლებისა და ცხიმოვანი ქსოვილისგან შედგება და არა კუნთებისგან, სტატიკური დატვირთვა მიმართული იქნება მკერდის ქვედა კუნთებისკენ. სწორედ ისინი უნარჩუნებენ მკერდს ლამაზ ფორმას.
იზომეტრიული ვარჯიშები:
ხელისგულების მიტყუპება
დადექით სწორად და ხელისგულები მკერდთან ერთმანეთზე მიატყუპეთ. იდაყვები გაშალეთ განზე, ისე, რომ სწორი კუთხეები მიიღოთ. ახლა მთელი ძალით მიაწექით ხელისგულებს, იმდენად ძლიერად, რამდენადაც შეძლებთ. იგრძნობთ, როგორ დაიჭიმება მკერდის კუნთები. დაჰყავით ამ მდგომარეობაში 5 დათვლა, შემდეგ მოდუნდით 10 წამი და კვლავ გაიმეორეთ. სულ 8-10-ჯერ. თანდათანობით გაზარდეთ აქტიური ფაზა 15 წამამდე.
იდაყვების შეერთება
დადექით სწორად, ზურგი გამართული გაქვთ, მხრები - ჩამოშვებული. დაილაგეთ ხელისგულები თეძოებზე და დაიწყეთ იდაყვების უკან გაწევა, ისე, თითქოს გსურთ, ზურგსუკან ისინი ერთმანეთს შეახოთ.