ეს ის პროდუქტებია, რომლების ხშირი მიღებაც ლამაზი, სუფთა, გლუვი და ელვარე კანის გარანტიაა კანის მდგომარეობა პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს კვებაზე. ეს ის პროდუქტებია, რომლების ხშირი მიღებაც ლამაზი, სუფთა, გლუვი და ელვარე კანის გარანტიაა.
წითელი და ნარინჯისფერი ხილ-ბოსტნეული
სტაფილო, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ატამი, გარგარი და სხვა წითელი და ნარინჯისფერი ხილ-ბოსტნეული ბევრ ბეტაკაროტინს შეიცავს. ბეტაკაროტინი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანის უჯრედების განახლებაზე აგებს პასუხს და სახის ფერსაც აჯანსაღებს.
კენკრა და ციტრუსები
მომჟავო-მოტკბო გემოს კენკრა და ხილი (მოცვი, მარწყვი, ციტრუსები) შეიცავს ბევრ C ვიტამინს. ეს ვიტამინიც მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც სისხლძარღვებს ამაგრებს და კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამ თვისებების წყალობით C ვიტამინი მკვეთრად ანელებს კანის ნაადრევ დაბერებას.
თხილეული
თხილეული ძალიან სასარგებლოა კანისთვის. მათში არის E ვიტამინი და კოენზიმ Q10. E ვიტამინი ანტიოქსიდანტია, კანის უჯრედებს იცავს ტოქსინებისა და მზისგან. კოენზიმ Q10-ის გამომუშავება კი 30 წლის შემდეგ მკვეთრად ნელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მუდმივად შევსება. ეს ორივე ვიტამინი აჩქარებს კანის რეგენერაციას და კვებავს უჯრედებს.
ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი ახალგაზრდობის ელექსირად მიიჩნევა, მასში სამჯერ მეტი ცხიმმჟავა და E და B ვიტამინებია, ვიდრე სხვა ზეთებში. ის მომენტალურად გაცილებთ სიმშრალეს და აღადგენს კანს.
ცხიმიანი თევზი
ცხიმიანი თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები ვიტამინების A და D-ს წყაროა, ასევე ომეგა3-ის, რომელიც ანთებას ხსნის. ეს პროდუქტები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც კანი ელასტიკური ხდება.
ავოკადო
მწიფე ავოკადო მდიდარია ეთერზეთებით, რომლებიც კანს ატენიანებს და კვებავს. გარდა ამისა, ავოკადო შეიცავს ნიაცინს - ვიტამინს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
ხაჭო
გარდა იმისა, რომ ხაჭოში ბევრი კალცია, აუცილებელი მინერალი კბილებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის, ამ პროდუქტში არის ბევრი სელენი და ვიტამინი E, რომლებიც კანის დაბერებას ეწინააღმდეგებიან.
ბროწეული
ეს ხილი კანის ელასტიკურობასა და რეგენერაციაზეა პასუხისმგებელი. თუ რეგულარულად მიიღებთ ბროწეულს, კანი სულ გლუვი გექნებათ.
ფაფეული და ცეხვილი პური
მარცვლეული კულტურა მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს, ასევე B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც კანს არბილებს და მის რეგენერაციას ააქტიურებს. გარდა ამისა, ფაფეული და ცეხვილი პური ორგანიზმს ეხმარება შლაკების გამოდევნაში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას, შედეგად კანი უფრო სუფთა და გლუვი ხდება.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაიში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტია. კარგი შედეგებისთვის დღეში 3-4 ჭიქა მწვანე ჩაი უნდა დალიოთ, ლიმნით, შაქრის გარეშე.