მკვლევარებმა 11-დან 19 წლამდე 400 მოსწავლე გამოკითხეს მეგობარი ნებისმიერი ადამიანისთვის ძვირფასია. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი წლის ხართ, რა ცხოვრებისეული გამოცდილება დაგიგროვებიათ ან საზოგადოებაში რა მდგომარეობა გიჭირავთ - მეგობარი ყველასთვის სასურველი თანამგზავრია. ამის მიუხედავად, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ არსებობს ბავშვთა გარკვეული კატეგორია, რომელსაც მეგობრები ყველაზე მეტად სჭირდება.
სასექსის უნუვერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ მეგობრები ყველაზე მეტად ღარიბი ოჯახების შვილებს სჭირდებათ.
მკვლევარებმა 11-დან 19 წლამდე 400 მოსწავლე გამოკითხეს. მათ ჰკითხეს, როგორ უმკლავდებიან სირთულეებს და რა ეხმარებათ არასასიამოვნო მომენტების გადალახვაში.
პასუხების ანალიზმა ცხადყო - რაც მეტი მეგობარი ჰყავს მოზარდს, მით უფრო უადვილდება სირთულეების დაძლევა. მეგობრები ერთმანეთისგან მორალურ მხარდაჭერას იღებენ, მეტი პოზიტივი შეაქვთ ერთმანეთის ცხოვრებაში, შეუძლიათ განსხვავებული კუთხიდან შეხედონ პრობლემებს და უფრო ეფექტურად გადაჭრან ისინი.
მეცნიერებმა ისიც გაარკვეს, რომ განსაკუთრებით ერთგულებას იჩენენ ერთმანეთის მიმართ ბიჭები. ის თანადგომა კი, რას მეგობრობას მოსდევს, განსაკუთრებით გაჭირვებულ და რთულ გარემოში მცხოვრებ მოზარდებს სჭირდებათ.