"მშობლები აცხადებენ, რომ შშმ ბავშვებისთვის ცალკე სკვერები უნდა გაკეთდესო" შშმ ბავშვების დისკრიმინაციის ამაღელვებელი ფაქტი თბილისში - "ამაზე ხმა უნდა ამოიღოს სრულიად სამოქალაქო საზოგადოებამ".
"დიდუბის რაიონში არსებულ ერთ-ერთ სკვერში უბნის მოსახლეობის თანხმობით, გამგეობამ დაამონტაჟა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი საქანელა. დღეს სკვერში უნდა მისულიყვნენ შშმ ბავშვები და საქანელას დადგმის ინიციატორები, მაგრამ სამწუხაროდ, გუშინ რამდენიმე მაღალკლასელი მოსწავლე (არა შშმპ) ერთდროულად ასულა საქანელაზე, რომელიც ერთ-ეტლიანი ბავშვისთვის არის განკუთვნილი. საქანელაზე ბევრი ბავშვის ერთად ასვლის გამო იქმნებოდა მათი დაზიანების საფრთხე, რადგან საქანელა ამ რაოდენობის ბავშვისთვის არ არის გათვალისწინებული. ამიტომ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები დაკავშირებიან პატრულის თანამშრომლებს(პატრულის გამოძახების ფაქტს შსს-ს პრესსამსახური უარყოფს) და მათ დროებით ჩამოუხსნიათ ჯაჭვები, სანამ არ დამონტაჟდება შესაბამისი აბრა.
პ.ს ჩემი აღშფოთება კარუსელის დროებით ჩამოხსნამ კი არა, მშობლების რეაქციამ გამოიწვია, რომლებიც აცხადებენ, რომ შშმ ბავშვებისთვის ცალკე სკვერები უნდა გაკეთდესო", - ეს ინფორმაცია დღეს სოციალური ქსელის ერთ-ერთმა წევრმა, სოფო ბაჩილავამ გაავრცელა.
ინფორმაციის განთავსებიდან რამდენიმე წუთში ამ თემას უამრავი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა. ყველას რეაქცია ერთგვარია - საზოგადოების ნაცნობი თუ უცნობი წევრები აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი შშმ პირების აშკარა დისკრიმინაციაა, რაც 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს.
იხილეთ გაგრძელება