აქციით ერთთვიანი აბონემენტის აღება შეუზღუდავი დროით 350 ლარი ღირს ზაფხულში სიცხის მატებასთან ერთად ხალხმა ისეთი ადგილების ძებნა დაიწყო, სადაც გაგრილებას, დასვენებას და გარუჯვას შეძლებს. სწორედ ამიტომ, საკმაოდ მაღალი ფასების მიუხედავად, საურაო აუზის მეპატრონეები კლიენტთა სიმცირეს არ უჩივიან. ასეთი ადგილები კი თბილისში არც ისე ცოტაა.
ფასის მიხედვით საცურაო აუზებს მომხმარებლის სხვადასხვა კატეგორია სტუმრობს. თბილისში არსებული ძვირადღირებული საცურაო აუზებიდან ერთ-ერთი ვაკის საცურაო აუზია. ვაკის საცურაო აუზის მენეჯერი ამბობს, რომ ერთჯერადი საშვის და აბონემენტის ქონის შემთხვევაში კლიენტები ერთნაირი მომსახურებით სარგებლობენ.
"ერთჯერადი საშვის ღირებულება 60 ლარს შეადგენს. განსხვავებულია აბონემენტის ფასი. აქციით ერთთვიანი აბონემენტის აღება შეუზღუდავი დროით 350 ლარი ღირს. თუ აუზზე მოსვლას სამუშაო დღეებში მოისურვებთ შეზრუდული დროით, დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე 240 ლარის გადახდა მოგიწევთ. ბავშვის აბონემენტში შედარებით ნაკლები ფასის გადახდა მოგიწევთ; 12 გაკვეთილი სულ რაღაც 190 ლარი დაგიჯდებათ. პაკეტში შედის: აუზი, ტრენაჟორები, ჯაკუზები, საუნები და პირსახოცები",- განაცხადა თათა ჩუთლაშვილმა.
ერთ-ერთი ძვირადღირებული საცურაო აუზი "Hოლიდაყ Iნნ" გახლავთ. სამუშაო დღეებში ერთი ვიზიტი 90, ხოლო შაბათ-კვირას 75 ლარი დაგიჯდებათ. თვის განმავლობაში 14 შესვლის საფასური კი 245 ლარია.
"რედისონის" საცურაო აუზი დღეების მიხედვით საკუთარ მომხმარებელს განსხვავებულ ფასებს სთავაზობს.
"აბონემენტით სარგებლობის შემთხვევაში, ჩვენს მომსახურებაში მხოლოდ გარე აუზი შედის. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ერთჯერადი ვიზიტი 50 ლარი ღირს, პარასკევს 75, ხოლო შაბათ-კვირას 90 ლარი. თუ აბონემენტით სარგებლობას მოისურვებთ, სამუშაო დღეებში 500, ხოლო შაბათ-კვირას 700 ლარის გადახდა მოგიწევთ", - ამბობენ "რედისონში".
საცურაო აუზში "ნეპტუნი" ერთი ვიზიტი 50 ლარს შეადგენს. "ნეპტუნი" საკუთარ მომხმარებლებს ორთვიან და 6 თვიან ხელშეკრულებებს და განსხვავებულ პირობებს სთავაზობს.
"2-თვიანი ხელშეკრულების შემთხვევაში 20 ვიზიტი 400 ლარს შეადგენს, ულიმიტო პაკეტის ფასი განსხვავებულია, - 2 თვეში 600 ლარის გადახდა მოგიწევთ. 6-თვიანი ხელშეკრულებაც 2 სახისაა: 12 ვიზიტის ფასი 250 ლარია, ხოლო ულიმიტო პაკეტის ფასი თვეში 300 ლარს შეადგენს. ჩვენს მომსახურებაში შედის აუზი, ტრენაჟორები და საუნა", - უთხრეს "ნეპტუნში" AMBEBI.GE-ს.
"ჯინო ფარადაისში" სამუშაო დღეებში ერთჯერადი ვიზიტის ფასი 39 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 49 ლარი დაგიჯდებათ. როგორც საცურაო აუზის მენეჯერმა გვითხრა, მათთან არ მოქმედებს აბონემენტი. მათ აქვთ ე.წ. ოჯახური პაკეტი. ორს პლუს ერთი, რომლის ფასი 109 ლარს შეადგენს, ორს პლუს ორი 119, ხოლო ორს პლუს სამი 129 ლარს შეადგენს. ოჯახური პაკეტის შეძენის შემთხვევაში საშუალება გეძლევათ ისარგებლოთ, როგორც ღია, ისე დახურული აუზით.