ასეთი წესით მომზადებულ მწნილს სტერილიზაცია არ სჭირდება ასეთი წესით მომზადებულ მწნილს სტერილიზაცია არ სჭირდება და ჩვეულებრივ ინახება ზამთრისთვის. ჩვენ წარმოგიდგენთ პროპორციებს ლიტრიანი ქილისთვის. საჭიროების შემთხვევაში პროპორციებს შეცვლით ქილის ტევადობისა და გემოვნების შესაბამისად. მაგალითად სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მწვანილები, ნიორი ან წიწაკა გამოიყენოთ მეტი ან ნაკლები. კიტრთან ერთად ჩადოთ პომიდორიც, დაუმატოთ სტაფილო ან ბულგარული წიწაკა. რაც შეეხება მარილს და ლიმონმჟავას, მის რაოდენობას ზრდით ჭურჭლის მოცულობის შესაბამისად - ორლიტრიან ქილაზე 2 ს/კ მარილი და 1/2 ჩ/კ ლიმონმჟავა, სამლიტრიან ქილაზე 3 ს/კ მარილი და 1 ჩ/კ ლიმონმჟავა და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ამ რეცეპტის მიხედვით ცალკე მარილწყალი არ მზადდება, მარილს და ლიმონმჟავას მდუღარე წყლის მეორედ დასხმამდე ათავსებთ პირდაპირ ქილაში და შემდეგ ასხამთ წყალს.
მასალა ლიტრიანი ქილისთვის
კიტრი
კამა (აყვავებული) - 3-4 ღერი
ნიახური - 5-6 ღერი
ოხრახუში -5-6 ღერი
ტარხუნა - 2-3 ღერი
ხახვი - 2-3 ნაჭერი ნახევარრგოლებად დაჭრილი
ნიორი - 5-6 კბილი
დაფნის ფოთოლი - 1-2 ცალი
ალუბლის ფოთლები - 4-5 ცალი
წიწაკა გემოვნებით
ლიმონის მჟავა - 1/3 ჩ/კ
მარილი - 1 ს/კ (თავმოუბმელი)
შაქარი - 1 ჩ/კ