კარგია უძილობის, ჩიყვის, თავის ტკივილების, ნერვული აშლილობების, რადიკულიტის დროს კაკლის სარგებლობაზე ბევრს არ ვისაუბრებთ – ყველასთვის ცნობილია, რაოდენ სასარგებლოა ზოგადად თხილეული, მით უმეტეს კი ნიგოზი ადამიანის ორგანიზმისთვის. ძველთაგანვე სამკურნალოდ იყენებენ როგორც კაკლის გულს ისე ნაჭუჭს და უღელს. ეს ერთ-ერთი ძველი ხალხური რეცეპტია, ნიგვზის უღლისგან (ანუ იმისგან, რაც ლებნებს შორის არის).
რეცეპტი:
2 სუფრის კოვზი კაკლის უღელი შუშის ჭურჭელში მოათავსეთ
დაასხით არაყი, რომ დაფაროს უღლები
დაახურეთ და დადგითYბნელ ადგილას 2 კვირით
როგორ უნდა მიიღოთ:
ყოველდღიურად უნდა მიიღოთ. თავდაპირველად 5-6 წვეთი გახსენით ორ სუფრის კოვზ წყალში, მერე კი ნელ-ნელა გაზარდეთ წვეთების რაოდენობა. კურსი 2-დან 4-5 კვირამდეა.
ჩვენება:
უძილობა, სახსრების ტკივილი და რადიკულიტი (შეზელვაც შეგიძლიათ მტკივან ადგილებში), შაქრიანი დიაბეტი, კუჭის პრობლემები, ჩიყვი, თავის ტკივილები, ნერვული აშლილობები, საშვილოსნოს ფიბრომიომა, მასტოპათია.
ჰორმონალური ფონის დარღვევების დროს ამ ნაყენს იღებენ დღეში 3-ჯერ 5-30 წვეთს, ჭამამდე 20 წუთით ადრე. წყალს აყოლებენ. რასაკვირველია, მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია!
უკუჩვენება:
ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, მწვავე გასტრიტი.