თქვენს შვილს არ შეუძლია 20 წუთი ერთ ადგილზე გაჩერება, ამიტომ მას უჭირს გონების მობილიზება? პასუხები შეაფასეთ ქულებით: დიახ - 2 ქულა; ხანდახან - 1 ქულა; არა - 0 ქულა.
1. ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ წინადადებაზე, დაკავდეს რამით, თქვენი შვილი უარს აცხადებს და ამბობს, რომ ეს მოსაწყენია?
2. შვილს ცუდი ნიშნების გამო ეჩხუბებით?
3. შეგიმჩნევიათ, რომ ბავშვს თქვენი ეშინია?
4. მასწავლებლები ამბობენ, რომ თქვენი შვილი გაკვეთილებზე პასიურობს?
5. ხშირად ეხმარებით ბავშვს გაკვეთილების მომზადებაში, მაგრამ მისი მოსწრების დონე არ უმჯობესდება?
6. თქვენს შვილს ბევრი რამ არ აინტერესებს და არც თავისი მოსწრების ცუდი დონე ადარდებს?
7. სისტემატურად მოსდის კონფლიქტები სკოლაში და არაერთხელ ყოფილხართ დაბარებული დირექტორთან?
8. მიგაჩნიათ, რომ განათლების გარდა, კიდევ მრავალი საშუალება არსებობს ცხოვრებაში გზის გასაკვლევად?
9. თქვენს შვილს არ შეუძლია 20 წუთი ერთ ადგილზე გაჩერება, ამიტომ მას უჭირს გონების მობილიზება?
შედეგები:
12-18 - ქულა: გირჩევთ, უფრო სერიოზულად მოეკიდოთ თქვენი შვილის ცუდ ნიშნებს. მოთმინებითა და სიყვარულით შეეცადეთ მის დახმარებას. ყველაფერი უფრო რთულად არის, ვიდრე თქვენ გგონიათ, ამიტომ დროს ნუ დაკარგავთ.
4-11 - თქვენი შვილი აშკარად არაკეთილსინდისიერად ეკიდება სწავლას, მაგრამ არ ღირს დასჯის მეთოდების გამკაცრება. შეეცადეთ, სწავლისადმი ინტერესი გაუღვივოთ.
0-3 - თქვენი შვილის ექვსიანებზე ნერვიულობა ამაოა. შეეცადეთ, გაუფართოოთ ინტერესების სფერო.