როგორ უნდა იწვეს ბავშვი ასაკის მიხედვით თქვენი პატარა კარგად იკვებება და თავისი პატარა ცხვირი ჩარგული აქვს ბალიშში. თქვენ კი, ისევე როგორც სხვა თქვენნარი მზრუნველი მშობელი, ინტერნეტში ეძებთ კითხვაზე პასუხს, რა და როგორ? ბებიები და დეიდები თავიანთ რჩევებს გაძლევენ: ”არ შეიძლება ასეთი პატარა ბავშვისთვის მუცელზე წოლა, შეიძლება გაიგუდოს” ...თუ თქვენც გაწუხებთ მსგავსი კითხვები, შევეცადოთ ერთად გავერკვეთ, შეიძლება თუ არა ახალშობილის მუცელზე წოლა?
მუცელზე ძილი - უარყოფითი და დადებითი მხარეები
გასული საუკუნის 90-იან წლებში ამერიკელ ექიმებში დამკვიდრდა ტერმინი „ახალშობილის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომი“. ამ დროს სუნთქვა სპონტანურად ჩერდება. ერთ- ერთ შესაძლო მიზეზად დასახელებული იყო ახალშობილის მუცელზე წოლა, როდესაც ბავშვს ცხვირი ჩარგული აქვს ბალიშში, დამოუკიდებლად ვერ ატრიალებს თავს და უჭირს სუნთქვა.
სუნთქვის უნარ-ჩვევა ამ ასაკში ცუდად არის განვითარებული, ცხვირის ნესტოები კი პატარაა. ასევე სუნთქვა შეიძლება გაართულოს ცხვირში ლორწოს არსებობამ. ფაქტი, რომ ეს უეცარი სიკვდილის სინდრომი პირდაპირ კავშირშია მუცელზე ძილთან, არ არის დამტკიცებული, მაგრამ გამოცდილი პედიატრები გვირჩევენ - გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, როდესაც პატარა მუცელზე წევს, არც დიდხანს დავტოვოთ ასე და ხშირად შევამოწმოთ. იწვევს მცირე ხანს, თუმცა ჯობს, ასე არ ეძინოს.
კიდევ ერთი უარყოფითი არგუმენტი - ბავშვი შეიძლება პირღებინებამ დაახრჩოს. ხშირად კვების შემდეგ ბავშვი აღებინებს. თუმცა ეს ფაქტორი ზურგზე წოლის დროსაც შესაძლებელია იყოს. ღებინების დროს ამონაღები მასა შეიძლება მოხვდეს სასუნთქ გზებში, ახალშობილს განუვითარდეს ასპირაციული პნევმონია, რაც საკმაოდ რთული სამკურნალოა.
რაც შეეხება დადებით მხარეებს, რამდენიმე წუთი შეგიძლიათ ასე დააწვინოთ - ასეთ პოზაში ბავშვს უფრო უადვილდება გაზებისგან გათავისუფლება, ხდება მუცლის მსუბუქი მასაჟი და მცირდება ნაწლავური კოლიკა. ასევე კარგია კუნთების გასამაგრებლად.
თუ მოსწონს თქვენს პატარას ასე წოლა, ხანდახან, რამდენიმე წუთით, თქვენი მეთვალყურეობით იწვეს ხოლმე.
ახალშობილის ძილი - უსაფრთხოების წესები
სიცოცხლის პირველ თვეებში მშობელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორ დააწვინოს თავისი შვილი ძილის დროს. ყველა პოზას ახლავს გარკვეული საფრთხე. მუდმივად გვერდზე წოლის დროს ხდება მენჯ-ბარძაყის სახსარზე ზეწოლა და შეიძლება განვითარდეს დისპლაზია. თუ დააწვენთ ზურგზე, შეიძლება განვითარდეს თავის დეფორმაცია და ასპირაციის დროს მასების სასუნთქ სისტემაში მოხვედრა. მუცელზე ძილმა შეიძლება სუნთქვის გაჩერება გამოიწვიოს. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია, უბრალოდ საჭიროა რეკომენდაციების გათვალისწინება:
სწორად უნდა მოახდინოთ საძილე ადგილის ორგანიზება. გამოიყენეთ მკვრივი ლეიბი და ბალიშზე უარი თქვით. დიახ, წლამდე ბავშვებს ბალიში არ სჭირდებათ. ძილის დროს ახალშობილს გადაუტრიალეთ თავი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.
თუ მაინც შიში და მოუსვენრობა გაწუხებთ, დააწვინეთ ბავშვი გვერდზე, მუცელთან და ზურგთან დაუდეთ რბილი რგოლი. ბავშვის მდებარეობა იქნება დაფიქსირებული, ხოლო სუნთქვა - თავისუფალი. დღე დააწვინეთ ხოლმე მუცელზე. მალე შეამჩნევთ, პატარას როგორ გაუმაგრდება მხრის, ზურგისა და მუცლის კუნთები. თავს ადრე დაიჭერს, ისწავლის გადაბრუნებასა და ხოხვას.
კვების შემდეგ ბავშვი დაიჭირეთ ვერტიკალურად, რათა ჭამის დროს საკვებთან ერთად ჩაყლაპული ჰაერისაგან ადვილად გათავისუფლდეს და ძილის დროს არ ამოაღებინოს.
გულმოდგინედ გაუსუფთავეთ ცხვირის ღრუები, შეინარჩუნეთ ოთახში ოპტიმალური მიკროკლიმატი (23°С სუფთა და დატენიანებული ჰაერი).
ზურგზე ან გვერდზე წოლის დროს ხშირად უცვალეთ მხარეები. ამით თავიდან აიცილებთ თავის ქალის დეფორმაციას.
როცა გადაბრუნებას ისწავლის, უკვე თავად გადაწყვეტს, როგორ ურჩევნია ძილი, მანამდე კი თქვენ უნდა აკონტროლოთ.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
§ Именно в такой позе у ребенка легче отходят газы, происходит самомассаж животика, уменьшаются кишечные колики.
§ Ручки малыша упираются в матрасик, он не делает ими непроизвольных движений, меньше вздрагивает во сне.
§ Сон кверху попой максимально уменьшает давление на тазобедренные суставы, и еще тонкие косточки черепа. Уменьшается риск их деформации.
§ В позе эмбриона (голова ребенка опущена, таз приподнят, ручки и ножки поджаты под себя (см фото выше)) кровь быстро поступает к головному мозгу.
§ Именно в такой позе у младенца меньше всего шансов захлебнуться от срыгивания.
Вашему малышу нравится спать на животике, он спокоен, ровно дышит, не дрыгает ножками. Ребенок сладко спит, значит ему хорошо и комфортно. Отбросьте предрассудки и страхи в сторону — растите здоровыми и счастливыми!