მათი ამბავი მართლაც შთამბეჭდავია პატარა ბრენას დაბადებიდანვე რთული ბედი ხვდა წილად: მას კანის იშვიათი დაავადება აქვს – იქთიოზი, რომლის დროსაც კანზე ქერქი ჩნდება. თუმცა ბრენას მშობლებში ნამდვილად გაუმართლა – ამაში თავად დარწმუნდებით.
კორტნი და ევან ვესტლეიკი ბედნიერად ცხოვრობდნენ და ვაჟს – კონორს ზრდიდნენ. გადაწყვიტეს, კიდევ ერთი შვილი გაეჩინათ. ყოველ ექოსკოპიაზე კარგი შედეგებით ბრუნდებოდნენ უკან და ისიც გაიგეს, რომ გოგონას ელოდნენ. კონორი დაიკოს მოლოდინში ძალიან ხარობდა.
მაგრამ როცა ნანატრი დღე დადგა, მშობლები დაიზაფრნენ. ახალშობილი ბრენა მაშინვე გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ის პრაქტიკულად არ მოძრაობდა, სიცხით იყო გათანგული, სხეული კი წყლულებით ჰქონდა სავსე.
ბრემას მემკვიდრეობითი იქთიოზის მძიმე ფორმა აღმოაჩნდა, რომელიც ვლინდება კანის ძლიერი სიწითლით და კანის გარქოვანებით. მშობლებს მხოლოდ ორი კვირის მერე დართეს ნება, რომ ბავშვი წაეყვანათ. ამიერიდან ყოველდღე ძალიან გულმოდგინედ უნდ ამოევლოთ მისი კანისთვის. თანახ, ბავშვს ძალიან დიდი ემოციური მხარდაჭერაც სჭირდებოდა.
დღეს ბრენას ისევ ისე სათუთად უვლიან. თუმცა სადაც არ უნდა წაიყვანოს ის დედამ, დასცინიან ან გამაოგნებელ შეკითხვებს უსვამენ, რადგან ის არ ჰგავს სხვებს. ეს ანაღვლიანებს ახალგაზრდა დედას. მაგრამ უფრო იმაზე ღელავს, როცა სხვა მშობლები სასწრაფოდ გაარიდებენ ხოლმე თავიანთ შვილებს პატარა ბრენას. არადა, ბრენა და მისი ოჯახი სამაგალითონი არიან – თუ როგორ შეიძლება ამოუდგნენ მხარში ოჯახის წევრები ერთმანეთს და ერთად მიიღონ რეალობა ისეთი, როგორიც არის.
მამაც ამაყობს თავისი ქალიშვილით. ყოველ საღამოს სპეციალური პროგრამით აბანავებს და თმას ბანს. მშობლებს სჯერათ, რომ ის გაიზრდება და თავის ბედნიერებას იპოვის.